ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური სწავლებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 26.11.2015
ძალაში შესვლა 26.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №171/3
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016362
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/12/2015
matsne.gov.ge 634 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2015 მიღება
26.11.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიგუა და ბარბუდას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 22.09.2017 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 18.06.2019 ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 05.03.2018 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 02.08.2016 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 27.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური სწავლებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური სწავლებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში წოდებული, როგორც „მხარეები“); სურთ რა, წაახალისონ  განათლება და სწავლება, იმისათვის რათა განვითარდეს ორივე ქვეყნის საგარეო სამსახურის პერსონალის შესაძლებლობები; განიხილავენ რა, მხრეთა დაკავშირების აუცილებლობას პირდაპირი კონსულტაციებისა და მოქმედებების მექანიზმის საშუალებით, ორივე ქვეყნის საგარეო სამსახურის ოფიციალური პირების სწავლების წახალისებისა და მათ შორის კავშირების გამყარების მიზნით; ითვალისწინებენ რა, 1993 წლის 25 იანვარს ქ. მოსკოვში ხელმოწერილ ერთობლივ კომუნიკეს  საქართველოს მთავრობასა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ; ეყრდნობიან რა, 2009 წლის 29 ივნისს ქ. ჯაკარტაში ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს  შორის ორმხრივი კონსულტაციების გამართვის თაობაზე; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მიზანი წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს, ქართველი და ინდონეზიელი დიპლომატებისა და საგარეო სამსახურის ოფიცრების განათლებისა და სწავლების წახალისებისათვის თანამშრომლობის ჩარჩოს დაფუძნებას. მუხლი 2🔗 თანამშრომლობის ფორმები წინამდებარე მემორანდუმის საფუძველზე, თანამშრომლობის სფეროები იქნება შემდეგი: 1) ერთობლივი ინტერესის მქონე დიპლომატიური კურსების, სასაწავლო პროგრამების, სემინარებისა და სხვა აკადემიური ღონისძიებების სილაბუსის თაობაზე ინფორმაციის გაცვლა; 2) მხარეთა ან მათი შესაბამისი ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციებისა და სხვა დაბეჭდილი ან ელექტრონული მასალების გაცვლა; 3) კონსულტანტების გაცვლა, მათი შესაბამისი ცოდნისა და ექსპერტიზის მეორე მხარის კონსულტანტებისა და სტუდენტებისათვის გაზიარების მიზნით; 4) ერთობლივი სასწავლო ინტერესის სფეროებში, როგორებიცაა: ინტერპრეტაცია, ენები, კულტურა, პოლიტიკა, ეკონომიკური სისტემები და საგარეო ურთიერთობები – ერთი მხარის მონაწილეების გაცვლა მეორე მხარის შესაბამის ინსტიტუტებში; 5) სემინარების, კონფერენციების და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც უნდა გაიმართოს მორიგეობით, ინდონეზიის რესპუბლიკაში ან საქართველოში; 6) მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თანამშრომლობის სხვა ფორმები. მუხლი 3🔗 ინტელექტუალური საკუთრების უფლებები მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპემლემენტაციისას, იქნება ერთობლივი მფლობელობის ქვეშ და მისი გამოყენება იქნება მხარეთა ცალკე შეთანხმების საგანი. მუხლი 4🔗 აღმასრულებელი სააგენტო წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაციის კოორდინაციის მიზნით, ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს განათლებისა და სასწავლო ცენტრს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს. მუხლი 5🔗 იმპლემენტაცია 1) წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული ყველა ღონისძიება უნდა განხორციელდეს შესაბამისი მხარეების კანონებისა და წესების შესაბამისად; 2) წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაციისას, განსაზღვრული აღმასრულებელი სააგენტოები გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს, პროცედურების, გეგმებისა და რეკომენდირებული თანამშრომლობის პროგრამების მომზადებისათვის, პროგრამის მიზნების მიღწევის მიზნით; 3) წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაციისათვის, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებმა შესაძლებელია განახორციელონ სპეციალური შეთანხმებები და პროექტები, მხარეთა დაფინანსებისა და პერსონალის გათვალისწინებით. მუხლი 6🔗 პერსონალის ლიმიტაცია მხარის ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელიც ჩართულია წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ღონისძიებებში, პატივი უნდა სცეს და არ ჩაერიოს მეორე მხარის პოლიტიკური დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში და თავი აარიდონ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც არ არის შესაბამისობაში წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზნებთან. მუხლი 7🔗 დავების მოგვარება ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა მხარეთა შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ინტერპრეტაციისა და/ან იმპლემენტაციის თაობაზე, უნდა გადაწყდეს მეგობრულად, მხარეთა შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 8🔗 ცვლილებები და დამატებები წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შესაძლებელია შეტანილ იქნეს დამატებები ან ცვლილებები, მხარეთა თანხმობის საფუძველზე, რომელიც ჩამოყალიბდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე მემორანდუმის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ასეთი სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 9🔗 ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და შეწყვეტა 1) წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. 2) თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება. ასეთი შეწყვეტა ძალაში შევა თითოეული მხარის მიერ შეწყვეტის განზრახვის თაობაზე წერილობითი შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ. 3) წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტა არ მოახდენს გავლენას მიმდინარე პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების იმპლემენტაციაზე, რომლებიც ხორციელდება წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მანამ, სანამ მხარეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ. რის დასტურადაც, ქვემორე ხელიმომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს. ხელმოწერილია დუბლიკატად, ქ. თბილისში, 2015 წლის 26 ნოემბერს, ქართულ, ინდონეზიურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით დავით ჯალაღანია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით დიან ტრიანსიაჰ ჯანი ამერიკისა და ევროპის საქმეთა გენერალური დირექტორი