„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №77 |
|
2015 წლის 4 დეკემბერი ქ. ზუგდიდი |
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 513, 533, 55, 552, 553, 103-ე, 1074 და 1191 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1461 მუხლის, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 150-ე, 1501, 151-ე, 1522 და 1534 მუხლების, 159-ე და 1591 მუხლების, 208-ე და 2093 მუხლების, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმები სრეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ის მე-2 პუნქტის ,,ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;
ბ) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55, 552, 553, 103-ე, 1074 და 1191 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1461 მუხლის, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 150-ე, 1501, 151-ე, 1522 და 1534 მუხლების, 159-ე და 1591 მუხლებით, გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2);“;
გ) დადგენილების დანართი №2-ის:
გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55, 552, 553, 103-ე, 1074 და 1191 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1461 მუხლის, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 150-ე, 1501, 151-ე, 1522 და 1534 მუხლების, 159-ე და 1591 მუხლებით, გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“;
გ.ბ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55, 552, 553, 103-ე, 1074 და 1191 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1461 მუხლის, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 150-ე, 1501, 151-ე, 1522 და 1534 მუხლების, 159-ე და 1591 მუხლებით, გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. საჯარო მოხელე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 513, 533, 55, 552, 553, 103-ე, 1074 და 1191 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1461 მუხლის, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 150-ე, 1501, 151-ე, 1522 და 1534 მუხლების, 159-ე და 1591 მუხლებით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, საჯარო მოხელე ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“;
გ.გ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 513, 533, 55, 552, 553, 103-ე, 1074 და 1191 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1461 მუხლის, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 150-ე, 1501, 151-ე, 1522 და 1534 მუხლების, 159-ე და 1591 მუხლებით, გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის პასუხისმგებელი საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 513, 533, 55, 552, 553, 103-ე, 1074 და 1191 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1461 მუხლის, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 150-ე, 1501,151-ე, 1522 და 1534 მუხლების, 159-ე და 1591 მუხლების, “გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი - დანართი №3).“;
გ.დ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს 101 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 101. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ქვემდებარეობა
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553, 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 1501, 151-ე, 1522, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით.
2. 103-ე, 1074 და 1191 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.“.
|