საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.12.2015
ძალის დაკარგვა 22.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016343
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,129 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2015 მიღება
22.02.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
სახელმწიფო საჰაერო ხომალდი (შემდეგში
ხომალდი) – ხომალდი (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი, პლანერი და სხვა საშუალებები), რომელიც გამოიყენება სახელმწიფო ავიაციის მიზნებისათვის და რეგისტრირებულია სახელმწიფო  საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში
მუხლი 2
ამოსაცნობი ნიშანი
რეგისტრირების დროს ხომალდისათვის მიკუთვნებული ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი და სარეგისტრაციო ნიშნების ერთობლიობა
მუხლი 2
სარეგისტრაციო ნიშანი
არაბული ციფრების ან/და ასოებისაგან შემდგარი სიმბოლო (ქართული ან/და ინგლისური), რომელიც კონკრეტულ ხომალდს მიეკუთვნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ
მუხლი 2
სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი (შემდეგში
სერტიფიკატი) – რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო  საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრაციის  დამადასტურებელი დოკუმენტი
მუხლი 2
რეგისტრაციის სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლის სახელმწიფო  საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში
არის რეგისტრირებული ხომალდი
მუხლი 2
სახელმწიფო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრი (შემდეგში
რეესტრი) – მონაცემთა ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ხომალდები და ასახულია ხომალდების რეგისტრირების საჭირო წესით  განსაზღვრული მონაცემები
მუხლი 2
მფლობელი
სახელმწიფო უწყება, რომელსაც ხომალდი გადაცემული აქვს მფლობელობაში
მუხლი 2
ტექნიკური მომსახურება
ხომალდის ფრენის ვარგისიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღდგენით, შემოწმებით ან გაუმართაობის აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირების ან/და რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას
მუხლი 2
მოდიფიცირება
ხომალდის ან/და მისი შემადგენელი ნაკეთობების ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესების ან/და კონსტრუქციული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა
მუხლი 2
რემონტი
ხომალდის  ან მისი შემადგენელი ნაწილების მუშა მდგომარეობის, გამართულობის და რესურსების აღდგენის უზრუნველყოფის კომპლექსური ღონისძიებები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №45 2015 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საჰაერო კოდექსის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესი’’. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი საქართველოს სახელმწიფო საჰაერო  ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ,,საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების, აღრიცხვის და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესი”  (შემდეგში – წესი), ადგენს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრირების, აღრიცხვის, სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესსა და სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის  გაცემის სამართლებრივ საფუძვლებს.   მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო საჰაერო ხომალდი (შემდეგში – ხომალდი) – ხომალდი (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი, პლანერი და სხვა საშუალებები), რომელიც გამოიყენება სახელმწიფო ავიაციის მიზნებისათვის და რეგისტრირებულია სახელმწიფო  საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში; ბ) ამოსაცნობი ნიშანი – რეგისტრირების დროს ხომალდისათვის მიკუთვნებული ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი და სარეგისტრაციო ნიშნების ერთობლიობა; გ) სარეგისტრაციო ნიშანი – არაბული ციფრების ან/და ასოებისაგან შემდგარი სიმბოლო (ქართული ან/და ინგლისური), რომელიც კონკრეტულ ხომალდს მიეკუთვნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ; დ) სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი (შემდეგში – სერტიფიკატი) – რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო  საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრაციის  დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშანი - სამინისტროს მიერ გამოყოფილი  და ხომალდისათვის მიკუთვნებული შვიდქიმიანი ვარსკვლავი; ვ) რეგისტრაციის სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლის სახელმწიფო  საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  არის რეგისტრირებული ხომალდი; ზ) სახელმწიფო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრი (შემდეგში – რეესტრი) – მონაცემთა ბაზა, სადაც რეგისტრირებულია ხომალდები და ასახულია ხომალდების რეგისტრირების საჭირო წესით  განსაზღვრული მონაცემები; თ) მფლობელი  – სახელმწიფო უწყება, რომელსაც ხომალდი გადაცემული აქვს მფლობელობაში; ი) ტექნიკური მომსახურება – ხომალდის ფრენის ვარგისიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღდგენით, შემოწმებით ან გაუმართაობის აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირების ან/და რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას; კ) მოდიფიცირება – ხომალდის ან/და მისი შემადგენელი ნაკეთობების ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესების ან/და კონსტრუქციული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა; ლ) რემონტი – ხომალდის  ან მისი შემადგენელი ნაწილების მუშა მდგომარეობის, გამართულობის და რესურსების აღდგენის უზრუნველყოფის კომპლექსური ღონისძიებები.   მუხლი 3🔗.  ხომალდის  რეგისტრირება 1. ხომალდს  არ აქვს ფრენის უფლება საქართველოს საჰაერო სივრცეში, თუ ის რეგისტრირებული არ არის რეესტრში ან სხვა სახელმწიფოს შესაბამის რეესტრში. 2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი აწარმოებს რეესტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადაც შეტანილ უნდა იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ხომალდების შესახებ ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია. რეესტრის ფორმა განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად. 3. წესის შესაბამისად რეგისტრაციას ექვემდებარება  ის ხომალდი, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის. 4. სერტიფიკატის  გაცემას ახორციელებს სამინისტრო.  სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება დანართი №2 -ის შესაბამისად.  სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ. 5.  რეესტრში ხომალდის შეტანის დღიდან ამ ხომალდის შესახებ სხვა სახელმწიფოს  შესაბამის რეესტრში ჩანაწერს და ამოსაცნობ/სარეგისტრაციო ნიშანს საქართველო არ ცნობს. 6. რეესტრში შეტანილი ხომალდი საქართველოს ფარგლებს გარეთ დროებით (სარემონტოდ, მოდერნიზების მიზნით ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე) გასვლის (გატანის) შემთხვევაში, რეესტრიდან არ იხსნება. 7. რეგისტრირებისათვის წარდგენილი ხომალდის დოკუმენტაცია ინახება მისი რეგისტრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნის შემდგომ ექვემდებარება შესაბამისი ვადით შენახვას, დადგენილი წესით. 8. ხომალდი არ  დაიშვება საფრენად, თუ მასზე არ არის დადგენილი წესით დატანილი ამოსაცნობი ნიშანი. 9. ხომალდის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი ხომალდის მონაცემების სისწორე და სისრულე; ბ) სერტიფიკატში შეტანილი მონაცემების/დანიშნულების შენარჩუნება; გ) სამინისტროს მიერ გაცემული სერტიფიკატის სათანადოდ შენახვა. 10. ხომალდის დაზიანების/განადგურების, საფრენოსნო და ტექნიკური ექსპლუატაციიდან მოხსნის ან დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს  სამინისტროს. მუხლი  4🔗. სერტიფიკატის გაცემა 1.    ხომალდის მფლობელმა  რეგისტრირებისათვის უნდა წარადგინოს: ა) ,,სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების შესახებ განაცხადი’’ (დანართი №3); ბ) სახელმწიფო უწყების მიერ ხომალდის მიღების შესახებ ,,მიღება-ჩაბარების აქტი’’ ან ხომალდის ფლობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი; გ)  ,,სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი’’ (დანართი №6); დ) სახელმწიფო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრიდან  ამოღების სერტიფიკატი თუ ის რეგისტრირებული იყო სხვა ორგანიზაციაში ან უწყებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. სამინისტრო არ არის ვალდებული გადაამოწმოს სხვა უწყებიდან შემოსული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ან ინფორმაციის სინამდვილე.   3. სამინისტროში განმცხადებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის მიმწოდებელ პირს/ორგანიზაციას. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ: ა)  ხომალდი გატარდება რეესტრში; ბ) ხომალდს მიენიჭება ამოსაცნობი ნიშანი, რომელიც ჩაიწერება სერტიფიკატში და შემდგომ დადგენილი წესით დაიტანება ხომალდზე; გ)  გაიცემა სერტიფიკატი. 5. სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი  შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვისა და სერტიფიკატის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. მუხლი 5🔗.  სერტიფიკატში ცვლილების შეტანა, სერტიფიკატის შეცვლა ან დუბლიკატის გაცემა 1. ხომალდის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში, სერტიფიკატში შესაბამისი ცვლილების შეტანის მიზნით, მფლობელმა უნდა  წარადგინოს: ა) ,,სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრირების დამადასტურებელ დოკუმენტში - სერტიფიკატში  ცვლილების შეტანის შესახებ განაცხადი’’ (დანართი №4); ბ) ხომალდის მფლობელის შეცვლის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი; გ) ადრე გაცემული სერტიფიკატი. 2.  ხომალდის მოდერნიზაციის  ან/და ამოსაცნობი ნიშნის შეცვლის შემთხვევაში, მფლობელმა  სერტიფიკატის შეცვლის მიზნით, უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ,,სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტის - სერტიფიკატის  გამოცვლის  შესახებ განაცხადი’’  (დანართი №7); ბ) სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი (დანართი №6); გ) ხომალდის მოდერნიზაციის დროს ჩატარებული სამუშაოების აქტი, ან მისი დამოწმებული ასლი; დ) ადრე გაცემული  სერტიფიკატი. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემდეგ  სამინისტრო: ა) ხომალდის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სერტიფიკატის უკანა მხარეს (დანართი N2 (უკანა მხარე)); ბ) ხომალდის მოდერნიზაციის  ან/და ამოსაცნობი ნიშნის შეცვლის შემთხვევაში,  იბრუნებს ადრე გაცემულ სერტიფიკატს და გასცემს ახალ სერტიფიკატს.  4. სერტიფიკატი დაზიანების შემთხვევაში, ექვემდებარება შეცვლას. სერტიფიკატის შესაცვლელად მფლობელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ,,სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში  რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტის - სერტიფიკატის  გამოცვლის  შესახებ განაცხადი’’ (დანართი №7); ბ) ,,სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი’’ (დანართი №6); გ) დაზიანებული  სერტიფიკატი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე,  სამინისტრო გასცემს  ახალ სერტიფიკატს, რომელსაც ენიჭება დაზიანებული სერტიფიკატის ნომერი, ნომრის გასწვრივ იწერება სიტყვა „დუბლიკატი N“, რის თაობაზეც კეთდება სათანადო ჩანაწერი  რეესტრში.      6. სერტიფიკატის  დაკარგვის შემთხვევაში მფლობელის მიერ ამ წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ სამინისტრო გასცემს ახალ სერტიფიკატს, რომელსაც ენიჭება დაკარგული  სერტიფიკატის ნომერი, რომლის გასწვრივ იწერება სიტყვა „დუბლიკატი N“. აღნიშნულის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება რეესტრში. 7.  სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი  შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვისა და სერტიფიკატის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. მუხლი 6🔗. ხომალდის რეესტრიდან ამოღება 1. რეესტრიდან ხომალდი ამოიღება: ა) ფრენისათვის უვარგისობის გამო  ხომალდის ჩამოწერისას; ბ) უცხო სახელმწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის ხომალდის მიყიდვისას; გ) უცხო სახელმწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის იჯარით აღებული  ხომალდის დაბრუნებისას; დ)  ხომალდის უკვალოდ დაკარგულად გამოცხადებისას; ე) ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით დაიშვება, აგრეთვე რეესტრიდან იმ ხომალდის ამოღება, რომლებიც ვადიან სარგებლობაში გადაეცემა უცხო სახელმწიფოს, მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს. 2. რეესტრიდან ხომალდის ამოღებისას მასზე გაცემული სერტიფიკატი და ყველა სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია კარგავს იურიდიულ ძალას. 3. ხომალდის რეესტრიდან ამოღებისას სამინისტრო გასცემს „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების მოწმობა N“-ს (დანართი №5 ). ამ შემთხვევაში ხომალდის მფლობელი ვალდებულია დააბრუნოს სერტიფიკატი.