„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№397
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016837
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №397

2015 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებით (ვებგვერდი, 02.08.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016432)  დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების“ (დანართი №1):

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო განსაზღვრავს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს (მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური   წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით). უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას.“;

ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32.  სააგენტო განსაზღვრავს სავაჭრო ბიჯის ოდენობას, რომელიც  უნდა შეადგენდეს ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 2%-ს (მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური   წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით). ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის ნული ლარით განსაზღვრის შემთხვევაში, სავაჭრო ბიჯის ოდენობა შეადგენს  არანაკლებ 5 ლარს.“;

გ) 13პუნქტის შემდეგ დაემატოს 134 – 136 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,134. ამ მუხლის მე-12 – 132 და 13პუნქტების გათვალისწინებით, ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით.

 135.  ამ მუხლის მე-12 – 132 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებსა და მათ ნაწარმზე. აღნიშნული ქონების განმეორებით აუქციონზე პრივატიზებისას, იმავე ფასით პრივატიზების ან ფასის შემცირების  ოდენობის თაობაზე,  გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

136. ამ მუხლის 135 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია:

 ა) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების პრივატიზება, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არაუმეტეს 25%-ით შემცირების თაობაზე;

 ბ) თუ ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საწყისი საპრივატიზებო  საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე;

გ) თუ ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების  საწყისი საპრივატიზებო საფასურის არაუმეტეს  70%-ით შემცირების თაობაზე;

დ) თუ ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საწყისი  საპრივატიზებო საფასურის 70%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების თაობაზე.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო განსაზღვრავს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს (მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური   წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით). უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას.“;

ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-16 და მე-17 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,16. ამ მუხლის მე-11 – მე-14 და მე-17 პუნქტების გათვალისწინებით, ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით.

17.  ამ მუხლის მე-11 – მე-14 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებსა და მათ ნაწარმზე. აღნიშნული ქონების განმეორებით აუქციონზე პრივატიზებისას, იმავე ფასით პრივატიზების ან ფასის შემცირების ოდენობის თაობაზე,  გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, ამ წესის მე-7 მუხლის მე-136  პუნქტით გათვალისწინებული პრინციპის დაცვით.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 – მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, ქონების საპრივატიზებო საფასური მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით.“.

4. მე-15 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, ქონების საპრივატიზებო საფასური მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური