ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.12.2015
ძალის დაკარგვა 26.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.176.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ქ. თელავი, აღმაშენებლის და ალაზნის გამზირის გადაკვეთა (გზის გამყოფი) |
| 2 | ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი, გაზონზე |
| 3 | ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი, ყვარლის დასახვევი |
| 4 | ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი, გზის გამყოფ გაზონზე (მაგნატის წინ) |
| 5 | ქ. თელავი, ელენე ახვლედიანის ქუჩა, უნივერსიტეტის პირდაპირ |
| 6 | ქ. თელავი, ვარდოშვილის ქუჩის და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთა |
| 7 | ქ. თელავი, აღმაშენებლის გამზირი გამაყოლესთან |
| 8 | ქ. თელავი, აღმაშენებლის და ალაზნის გამზირის გადაკვეთა ჩრდილოეთით |
| 9 | ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოს ბანკის მიმდებარედ |
| 10 | ქ. თელავი, რუსთაველის გამზირსა და დავით აღმაშენებლის გადაკვეთაზე სამხრეთით |
| 11 | ქ. თელავი, თამარისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთა |
| 12 | ქ. თელავი, სააკაძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთა, ხევის მარჯვენა სანაპირო |
| 13 | ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზირი, თი ბი სი ბანკის მიმდებარედ |
| 14 | ქ. თელავი, რუსთაველის გამზირი, ყოფილ მე-3 აფთიაქთან |
| 15 | ქ. თელავი, სააკაძის ქუჩა, თელავის მუნიციპალიტეტის შენობასთან |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2015 წლის 2 დეკემბერი
ქ. თელავი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის
განთავსების, ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის
განთავსების გეგმის დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის წესი და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა“ დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების გეგმა“ დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი №1
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 261 მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს.
2. გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვა გაიცემა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა. ნებართვა გაიცემა ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 2🔗. გარე რეკლამის განთავსების გეგმა
1 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
2. გარე რეკლამის განთავსების გეგმას, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ამტკიცებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 3🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ობიექტი, ფასი და ვადა
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა ხდება აუქციონის წესით. აუქციონის ორგანიზება, მისი პირობები და ჩატარების წესი განისაზღვრება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
3. აუქციონზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წლიური საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალების ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე, კერძოდ:
ა) ქ. თელავის შემდეგ ქუჩებზე: ერეკლე II-ის გამზირი და მოედანი, სააკაძის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თბილისის გზატკეცილი, ალაზნის გამზირი აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის გამზირი, აღმაშენებლის ქუჩა, ვარდოშვილის ქუჩა –
ერთი კვადრატული მეტრი –
40 ლარი;
ბ) ქ. თელავის დანარჩენ ნაწილში – ერთი კვადრატული მეტრი –
30 ლარი.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 10 წლის ვადით.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის იხდის პირგასამტეხლოს, რომელიც განისაზღვრება სანებართვო პირობებით.
მუხლი 4🔗. კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი
1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი საჭიროებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან სავალდებულო შეთანხმებას.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში –
დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი);
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.
დანართი №2
სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის წესი და ნებართვის
მფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები
მუხლი 1🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მხრიდან გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 3.5. პუნქტით გათვალისწინებული გადასახადის დათქმულ ვადაში გადაუხდელობის ან/და სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების (ვალდებულებების) შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) კანონმდბლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
დანართი №3
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა _____________________________________________________________________________
(ნებართვის მიმღები)
_____________________________________________________________________________________
(ნებართვის მიმღების მისამართი)
საფუძველი (გარე რეკლამის განთავსების ადგილმდებარეობა):
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა:
_______________________ -დან
_______________________ -მდე
სანებართვო პირობები:
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
ნებართვა შედგენილია 2 (ორ) ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნებართვა გაცემულია 20 წლის _______________________
____________________________ ____________________________
ნებართვის მიმღების ხელმოწერა ნებართვის გამცემის ხელმოწერა
დანართი №4
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე
რეკლამის განთავსების გეგმა
გარე რეკლამის განთავსების
ადგილმდებარეობა
გარე რეკლამის ზომა
(მეტრი)
კოორდინატები
1
ქ. თელავი, აღმაშენებლის და ალაზნის გამზირის გადაკვეთა (გზის გამყოფი)
3×6
41055127.3011
45028118.3811
2
ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი, გაზონზე
2 ცალი 3×6
41055107.9711
45029140.3711
3
ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი, ყვარლის დასახვევი
2 ცალი 3×6
41055110.4611
45030102.2011
4
ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი, გზის გამყოფ გაზონზე (მაგნატის წინ)
2 ცალი 3×6
41055108.6211
45029150.2611
5
ქ. თელავი, ელენე ახვლედიანის ქუჩა, უნივერსიტეტის პირდაპირ
3×6
41054137.0011
45028108.1811
6
ქ. თელავი, ვარდოშვილის ქუჩის და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთა
3×6
41055121.3411
45028111.8311
7
ქ. თელავი, აღმაშენებლის გამზირი გამაყოლესთან
3×6
41055130.5211
45028111.5811
8
ქ. თელავი, აღმაშენებლის და ალაზნის გამზირის გადაკვეთა ჩრდილოეთით
3×6
41055130.0911
45028120.2911
9
ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოს ბანკის მიმდებარედ
3×6
41055106.8811
45028155.1211
10
ქ. თელავი, რუსთაველის გამზირსა და დავით აღმაშენებლის გადაკვეთაზე სამხრეთით
3×6
41055108.8011
45029107.2611
11
ქ. თელავი, თამარისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთა
3×3
41055104.8611
45028156.9611
12
ქ. თელავი, სააკაძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთა, ხევის მარჯვენა სანაპირო
2×4
41055119.3511
45028112.7811
13
ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზირი, თი ბი სი ბანკის მიმდებარედ
3×6
41055106.1011
45028154.8411
14
ქ. თელავი, რუსთაველის გამზირი, ყოფილ მე-3 აფთიაქთან
3×6
41055106.0511
45028157.6211
15
ქ. თელავი, სააკაძის ქუჩა, თელავის მუნიციპალიტეტის შენობასთან
3×6
41055111.9311
45028112.2511
16
ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზირი, მაღაზია ნიკორას მიმდებარედ
3×6
41055118.2411
45028119.3411
17
ქ. თელავი, რუსთაველის გამზირი საპატრულო პოლიციის მიმდებარედ
3×6
41055107.7111
45029106.1911
18
ქ. თელავის შემოსასვლელი, აღმოსავლეთის მხრიდან, ყვარლის დასახვევი, თბილისის გზატკეცილი
3×6
41055111.5511
45030103.2811
19
ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილისა და ფიროსმანის ქუჩის გადაკვეთა
3×6
41055109.1711
45029155.2311
20
ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზირსა და თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩის
3×6
41055116.1611
45028123.8411
21
ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი, მაგნატის ქვევით
2×5
41055109.3411
45029155.7311
22
ქ. თელავი, ყვარლის დასახვევთან
3×6
41055111.7511
45030102.9811
23
ქ. თელავი, ალაზნის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთა
2×2
41055129.7211
45028120.0411
24
ქ. თელავი, ალაზნის გამზირი, არხთან
5×3
41055104.5611
45028142.3411
25
ქ. თელავი, ნადიკვრის ქუჩა „ინტურისტის“ შესასვლელთან აღმოსავლეთით
3.0×3.0
41054156.2411
45055101.7011
26
ქ. თელავი, ლეონიძის ქუჩის დასაწყისში –
ბავშვთა საავადმყოფოსთან
6.0×3.0
41054138.3811
45028135.9211
27
ქ. თელავი, გულიაშვილის ქუჩა, საავადმყოფოსა და სასაფლაოს შორის
3.0×3.0
41054146.5711
45028154.7011
28
თელავი-შაქრიანის ხიდის ავტომაგისტრალი -
თელავის შემოსასვლელში ყვარლიდან
6.0×3.0
41056116.2211
45030136.0911
29
ქ. თელავი, ლეონიძის ქუჩა, სპორტდარბაზთან დასავლეთით
6.0×3.0
41054146.5711
45028154.7011