ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, ზაქარია ჯორჯაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ზაქარია ჯორჯაძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№469
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016123
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №469

2015 წლის 27 ნოემბერი 

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, ზაქარია ჯორჯაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ზაქარია ჯორჯაძის სახელის მინიჭების შესახებ

 

1.  საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა)   ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, ზაქარია ჯორჯაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს ზაქარია ჯორჯაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                            გ. ალიბეგაშვილი