საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წლიური ანგარიში
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის 49-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციის შესახებ 12 თვის ანგარიშს. ანგარიშში ასაზულია 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების სტატისტიკა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
ა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საჯარო ინფორმაციის რაოდენობის თაობაზე
2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 2 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 582 განცხადება, მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 8 განცხადება. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით განცხადებების ელექტრონული ფორმის წარმოდგენა შესაძლებელია ოფიციალური ვებგვერდის www.supremecourt.ge მეშვეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №1/125 გადაწყვეტილების მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ფარგლებში სასამართლო ყოველ კვარტალში აქვეყნებს საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკას და ყოველწლიურად გამოსცემს სტატისტიკურ კრებულს - „მართლმსაჯულება საქართველოში”.
2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 2 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის თაობაზე
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული განცხადებებიდან:
● 4 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და, შესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;
● იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას (578), საჯარო ინფორმაცია:
ü მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა 543 შემთხვევაში;
ü 7 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ü 8 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;
ü 20 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 155 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, 241 შემთხვევაში – იურიდიული პირი, წარმოდგენილი წარმომადგენლის სახით, 68 შემთხვევაში − არასამთავრობო ორგანიზაცია, 23 შემთხვევაში – ადვოკატი, 21 შემთხვევაში განმცხადებელს მითითებული ჰქონდა, რომ წარმოადგენდა ბეჭდურ მედიას ან სხვა მედიასაშუალებას, 74 მოთხოვნა შემოვიდა სხვა საჯარო დაწესებულებიდან.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს შემდეგმა საჯარო მოსამსახურეებმა:
1. გოჩა დიდავამ - სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 55, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 48, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 7 (2 მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს, 2 შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელიც არ განეკუთვნებოდა სასამართლოს კომპეტენციას, ხოლო 3 შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე).
2. ბადრი ნიპარიშვილმა - სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 34, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 29, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 5 (4 მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა, 1 - არ განეკუთვნებოდა სასამართლოს კომპეტენციას).
3. ვანო ბოლქვაძემ - ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა- სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 155; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
4. თეა თავხელიძემ - სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის მ/შ - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 191; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
5. ლია მჭედლიშვილმა - ანალიტიკური განყოფილების მთავარი კონსულტანტი - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 126; მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 109; ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე - 7 მოთხოვნა; დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 10 (ათივე მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა).
6. ივანე კაპანაძემ - საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 4; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
7. გულიკო ორთოიძემ - თავმჯდომარის ბიუროს მთავარმა კონსულტანტმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 9; მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ -7; დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 2 (მოთხოვნილ ინფორმაციას სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა, ერთი - არ განეკუთვნებოდა სასამართლოს კომპეტენციას ).
8. მაია გუგავამ - სადისციპლინო პალატის სამდივნოს მთავარმა კონსულტანტმა - სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 2; ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
გ) პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ
საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოების მიზნებისთვის მონაცემების შეგროვებისას ვრცელდება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტი, ხოლო აპარატის თანამშრომელთა მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 2 დეკემბრამდე სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის თაობაზე დისციპლინური პასუხისმგებლობა
საქართველოს უზენაეს სასამართლოში თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოში დაცული არ იყო (4 შემთხვევა); საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეების განცხადებები გადაიგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებში.
სასამართლოს მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვებას (17 შემთხვევა), ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.
განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენდა პერსონალური სახის ინფორმაციას და განმცხადებელს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით არ წარმოუდგენია იმ პირთა თანხმობა ვის შესახებ ინფორმაციასაც ითხოვდა (3 შემთხვევა)
ვ) ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების თაობაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე არ ყოფილა გასაჩივრებული სასამართლოში.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარჯებისა და ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების საფასური - 1166 ლარი და 30 თეთრი - დარეგისტრირებულია სასამართლოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილებაში.