„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№912
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.001.691
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 19/01/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 401 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 401. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება

1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოს განაკვეთისა და დანამატისაგან.

2. პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი.

3. პროკურატურის მუშაკები სარგებლობენ დანამატებით სპეციალობით წელთა ნამსახურობის და ატესტაციის შედეგების მიხედვით, აგრეთვე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ადგილის შესაბამისად და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4. გენერალური პროკურატურის პროკურორის და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურების, რაიონული (საქალაქო) პროკურატურების და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების და გამომძიებლების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები არ შეიძლება იყოს 400 ლარზე ნაკლები.

5. სპეციალობით წელთა ნამსახურობისათვის პროკურატურის მუშაკებს დანამატი ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის შემდეგი ოდენობით:

ა) 2-დან 5 წლამდე – 5 პროცენტი;

ბ) 5-დან 10 წლამდე – 7 პროცენტი;

გ) 10-დან 15 წლამდე – 10 პროცენტი;

დ) 15 წელი და მეტი – 15 პროცენტი.

6. ატესტაციის შედეგების მიხედვით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარდგინების საფუძველზე გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით პროკურატურის მუშაკებს ეძლევათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 50 პროცენტამდე ოდენობით.

7. დანამატი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ადგილის მიხედვით თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 15 პროცენტის ოდენობით განესაზღვრებათ პროკურატურის იმ მუშაკებს, რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, დუშეთის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, შუახევის, მესტიის, ლენტეხის, წალენჯიხის, ონის, ამბროლაურის და ცაგერის რაიონებში.“.

2. 54-ე და 541მუხლები ამოღებულ იქნეს.

3. 542მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 542. პროკურატურის მუშაკთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრა

პროკურატურის მუშაკებს ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და დანამატების ოდენობა განესაზღვროთ 2005 წლის 1 იანვრიდან.“.

4. 551მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 551.კანონის ცალკეული მუხლების ამოქმედება

ამ კანონის მე-40, 401და 542მუხლები ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

912რს