ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.12.2015
ძალის დაკარგვა 19.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 020130020.35.174.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | 2 |
| 7 | 8 |
| 11 | 12 |
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ძირითადი აქტივის დასახელება |
| % | ლარი |
| გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე) | ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) |
| ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა % | საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით % |
| გადაფასების კოეფიციენტი | საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №94
2015 წლის 4 დეკემბერი
ქ. გორი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №1);
ბ) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2);
გ) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა დანადგარების და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3);
დ) ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და გორის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის № 5 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე
დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (შემდგომში –
„მუნიციპალიტეტი“) და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ქონება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში –
„დაწესებულება“) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში –
„კომისია“) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსში. გამონაკლის შემთხვევაში თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
მუხლი 4🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. კომისია იქმნება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული მიზნებისათვის და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე –
ხელმძღვანელობს კომისიას;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე –
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას;
გ) კომისიის მდივანი –
ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია სისწორეზე;
დ) კომისიის წევრები.
3. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
4. კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომებზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას –
თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და დამსწრე ყველა წევრი.
5. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, ჩამოწერასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად წარუდგენს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო თანხმობის მიღების შემთხვევაში, მერი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით.
მუხლი 6🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისთვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზება
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველო მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ.
3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
დანართი №2
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20 წლის
მდგომარეობით
დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ს დასახელება
№
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის წელი
ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)
ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ. 5,9)
%
ლარი
%
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის
09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე)
ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
საამორტი
ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფაქტობრივი ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა %
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით
%
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით
%
საბოლოო ბუღალტრული მდგომარებით
%
ლარი
აშშ დოლარი
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები: 1 ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე
2. ბ.ა.
3.
4. ვადასტურებ აუდიტორი:
შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან 11-ის ჩათვლით არ ივსება.
დანართი №3
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20 წლის
მდგომარეობით
დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ს დასახელება
№
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის წელი
ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)
ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ. 5,9)
%
ლარი
%
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის
09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე)
ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
საამორტი
ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფაქტობრივი ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა %
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით
%
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით
%
საბოლოო ბუღალტრული მდგომარებით
%
ლარი
აშშ დოლარი
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები: 1 ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე
2. ბ.ა.
3.
4. ვადასტურებ აუდიტორი:
შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან 11-ის ჩათვლით არ ივსება.
დანართი №4
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის დადგენის აქტი
20 წლის
მდგომარეობით
დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ს დასახელება
№
ძირითადი აქტივის დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე
ცვეთა გადაფასებამდე
%
ლარი
1
2
3
4
5
6
გადაფასების კოეფიციენტი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი)
შენიშვნა
7
8
9
10
11
კომისიის შემადგენლობა:
შექმნილი 20 წ. №
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა
(ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ იქნეს შემდეგი საფუძველზე:
1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი:
2. საწყისი საბალანსო ღირებულება:
3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) ;
ბ) ; გ) .
კომისიის დასკვნა:
კომისიის წევრები: 1.
2.
3.
4.
ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე