სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების თაობაზე და სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

 

სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ აქციონერთა

რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების თაობაზე

 

გაცნობებთ, რომ 2015 წლის 28 დეკემბერს, 15:00 საათზე ჩატარდება სს “საქართველოს საფონდო ბირჟის”  (შემდგომში - „ბირჟა“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.

 

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი:

 

ბირჟის 2015 წლის ფინანსური აუდიტის (როგორც კონსოლიდირებული, ასევე ცალკე მდგომი კომპანიისთვის) ჩასატარებლად აუდიტორული კომპანიის არჩევის შესახებ;

ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს გამოკლებული წევრის - ეფრემ ურუმაშვილის ნაცვლად ახალი წევრის შერჩევის შესახებ.

    

ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 4 დეკემბერი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.

კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10:00-დან 17:30 საათამდე, ბირჟის აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „კავკასრეესტრი”, შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

28 დეკემბერს, 14:30 საათიდან 15:00 საათამდე ხმის უფლების მქონე აქციონერთა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კრებაზე დასასწრებად.

კრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბახტრიონის ქ. 41 (შესასვლელი სასტუმრო კრისტალის მარჯვნივ).

 

გენერალური დირექტორი                                                                           გ. ფარესიშვილი

                                         

 

 

დანართი №1

 

სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის

რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით

 

 

    1. დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

 

რეკომენდაცია:

სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ 2015 წლის ფინანსური აუდიტის (როგორც კონსოლიდირებული, ასევე ცალკე მდგომი კომპანიისთვის) ჩასატარებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული კომპანია RSM Georgia.

 

 

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

 

რეკომენდაცია:

 

ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გადამდგარი წევრის - ეფრემ ურუმაშვილის (პ.ნ. 10001001909) ნაცვლად არჩეულ იქნას ახალი წევრი - ავთანდილ გიგინეიშვილი (პ.ნ. 532424411, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე)