კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის
ბრძანება №2/257
2015 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი 1
| № | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
| 1. |
|
წმ. გიორგის ეკლესია – თორის ნადარბაზევი |
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ანდეზიტი, სოფ. თორი |
არქიტექტურული |
X საუკუნის II ნახევარი |
| 2. |
|
წმ. იოანეს სახელობის ეკლესია |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი უჩმანა (იგივე უჯმანა) |
არქიტექტურული |
1851 წელი |
| 3. |
|
ცუცხვათის ციხე |
ტყიბულის რაიონი სოფ. ცუცხვათი |
არქიტექტურული |
XV– XVIII - სს |
| 4. |
|
საცხოვრებელი სახლი |
ქ. ბოლნისი, ფარნავაზ მეფის (ნიკოლოზი, ლიბკნეხტი, გეგეჭკორის) ქ. №30 |
არქიტექტურული |
XIX საუკუნის ბოლო |
| 5. |
|
საცხოვრებელი სახლი |
ქ. ბოლნისი, ფარნავაზ მეფის (ნიკოლოზი, ლიბკნეხტი, გეგეჭკორის) ქ. №36 |
არქიტექტურული |
XIX საუკუნის ბოლო |
| 6. |
|
საცხოვრებელი სახლი |
ქ. ბოლნისი, ფარნავაზ მეფის (ნიკოლოზი, ლიბკნეხტი, გეგეჭკორის) ქ. №40-38 |
არქიტექტურული |
XIX ს-ის II ნახევარი |
| 7. |
|
საცხოვრებელი სახლი |
ქ. ბოლნისი, ფარნავაზ მეფის (ნიკოლოზი, ლიბკნეხტი, გეგეჭკორის) ქ. №42 |
არქიტექტურული |
XIX ს-ის II ნახევარი |
| 8. |
|
ასურეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. ასურეთი |
არქიტექტურული |
1871წ. |
| 9. |
|
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი |
ქ. რუსთავი (02.06.01.049 საკადასტრო ერთეული) |
საბაღე-საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის |
XX საუკუნის II ნახ. |
| 10. |
|
ხუნწის ციხე | მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხუნწი, ქუქითის გორაკზე. ამ ბრძანების დანართ №2-ით დადგენილ საზღვრებში. |
არქიტექტურული / არქეოლოგიური |
ადრე შუა საუკუნეე ბი - IV-VI- საუკუნეე ბი |
დანართი №2
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუნწში მდებარე ციხის საზღვრების კოორდინატები:
ც.1. X: 4721651.226 Y: 5221196.422
ც.2. X: 4721793.650 Y: 5221199.408
ც.3. X: 4721790.365 Y: 5221056.387
ც.4. X: 4721654.809 Y: 5221051.610