სსიპ - ქალაქ ტყიბულის №7 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - ქალაქ ტყიბულის №7 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად  და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ  სსიპ  - ქალაქ ტყიბულის №7 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს:

 

ა) სკოლაში სულ 38 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ;

 

ბ) დაკმაყოფილდა 38 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ;

 

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა ;

 

დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა ;

 

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები ;

 

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე , არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

 

ამასთან , სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

38

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

პატივისცემით,

 სსიპ ქალაქ ტყიბულის № 7 საჯარო

სკოლის დირექტორის მ.შ.                                                              ნ . ბოჭორიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - ქალაქ ტყიბულის №7 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - ქალაქ ტყიბულის №7 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2015.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - ქალაქ ტყიბულის №7 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“?
„სსიპ - ქალაქ ტყიბულის №7 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“ მიღებულია 07.12.2015. მიმღები ორგანო — სსიპ - ქალაქ ტყიბულის №7 საჯარო სკოლა. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სსიპ - ქალაქ ტყიბულის №7 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - ქალაქ ტყიბულის №7 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში“, №0, 07.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3076370/