საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:

მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

2015 წლის განმავლობაში სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 9 მომართვა, ასევე 2-2 მომართვა შემოვიდა ხონისა და ვანის მაგისტრატ სასამართლოებში. აქედან სტატისტიკური მონაცემებს შეეხებოდა 9 მომართვა, გადაწყვეტილების ასლების მიწოდებას - 2 მომართვა, ხოლო 2 მომართვა მოიცავდა როგორც სტატისტიკური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილების ასლების მიწოდებას. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, ასევე ხონისა და ვანის მაგისტრატ სასამართლოებში არ შემოსულა.

სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ნანა გრიგოლია