„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№925
სარეგისტრაციო კოდი
200.220.020.05.001.001.697
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 30/12/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყე-ბანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 227) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 84-ე, 85-ე, 88-ე და 90-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონლის (გარდა 8414 51 900, 8414 59 300, 8414 59 500, 8414 59 900, 8415, 8418, 8419 50 900, 8419 81 910, 8419 81 990, 8419 89 950, 8421 12 000, 8421 21 900, 8421 23 900, 8421 29 900, 8421 31 900, 8422 11 000, 8422 19 000, 8423 10, 8423 81, 8431, 8450, 8469, 8470 10, 8470 21 000, 8470 29 000, 8470 30 000, 8470 90 000, 8471 10 900, 8471 41 900, 8471 49 900, 8471 50 900, 8471 60 400, 8471 60 500, 8471 60 900, 8471 70 400, 8471 70 510, 8471 70 530, 8471 70 590, 8471 70 600, 8471 70 900, 8471 80, 8472 10 000, 8472 90, 8473, 8481 80, 8481 90 000, 8482, 8507-8513, 8516-8524, 8525 20 910, 8525 30, 8525 40, 8527-8528, 8529 10 200, 8529 10 310, 8529 10 390, 8529 10 400, 8529 10 500, 8529 10 900, 8531, 8536 61, 8536 69, 8539-8540, 8544-8546, 8548, 9001 90 900, 9003-9004, 9005 10, 9006-9010, 9014 20 900 და 9016 00 კოდებში ჩამოთვლილი საქონლისა) და 8531 10 100, 8539 10 100 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;“.

2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 4801 00, 4802 52 200 და 4810 21 000 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი.“.

3. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო გადასახადის თანხის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით.“.

4. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2006 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის (ნედლეულის გარდა) იმპორტი საბაჟო გადასახადით არ იბეგრება. თამბაქოს ნაწარმისათვის ნედლეული („ტრაპზონის“ ჯიშის თამბაქოს გარდა) 2005 წლის 31 დეკემბრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის იმპორტი 2006 წლის 1 იანვრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

925რს