სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/1831
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის ანგარიში

 

წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად:

  ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 50 განცხადება, პასუხი გაცემულია 49 განცხადებაზე, ხოლო ერთი განცხადება, რომელში მითითებული საკითხიც არ განეკუთვნებოდა სააგენტოს კომპეტენციის სფეროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადაეგზავნა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს.

  საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად, მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, ხოლო საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ ზემოთ აღნიშნული პირები.

  უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

  კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

  გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ;

  სააგენტოში ა/წ პირველი აპრილიდან ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), რის შედეგად, მონაცემების ბაზის შექმნა აღნიშნულ პროგრამაში ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.

  დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხიმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ;

აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

  ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

  ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.

ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

 

 

სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის

სააგენტოს უფროსიგრიგოლ კაკაურიძე