თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2015
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,325 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო /არაკომერციული/იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.06.2015 დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.09.2014 ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.01.2015 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 10.10.2014 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 25.11.2014

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 2015 წლის 7 დეკემბერი ქ. თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგნული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე- 2 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ უზრუნველყოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკის და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე       თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომში – დაწესებულების) თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი 1. ატესტაცია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასაქმებულის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.  2. ატესტაციას ექვემდებარება დასაქმებული 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი). 3. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი; ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომლები, რომლებიც არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში ეწევიან პედაგოგიურ, სახელოვნებო და სპორტულ საქმიანობას. გ) ტექნიკური პერსონალი. 4.  დასაქმებული, რომელსაც საატესტაციო პერიოდში შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. მუხლი 3🔗. ატესტაციის მიზნები ატესტაციის მიზნებია: ა) ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) დასაქმებულის მიერ მუშაობის პერიოდში შესრულებული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) დასაქმებულის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; დ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ე) დასაქმებულის პროფესიული ზრდის სტიმულირება. მუხლი 4🔗. ატესტაციის პრინციპები ატესტაცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა. მუხლი 5🔗. ატესტაციის ჩატარების დრო 1.  ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი, საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთნ შეთანხებით. 2.  ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს დაწესებულების საკადრო საკითხების წარმოებაზე უფლებამოსილი პირი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3.  ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ, საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს, ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ერთი კვირით დღე მაინც. 4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 6🔗.  საკონკურსო-საატესტაციო კომისია 1. ატესტაციას ატარებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია).  2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავჯმდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.  5. კომისიის შემადგენლობაში შედის: თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამი წევრი, ასევე, მოწვეული სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ სამეცნიერო ხარისხი იმ დარგში, რომლის წარმომადგენელიცაა ატესტაციას დაქვემდებარებული პირი, აქვს კონკრეტულ დარგში მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება და სამსახურებრივად არ არის დაკავშირებული შესაბამის დაწესებულებასთან. 6. კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით თერჯოლის მუნიციპლიტეტის გამგებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორაცია უნდა ეცნობოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, მოსთხოვოს კომისიის თავმჯდომარეს წარმოადგინოს დასამტკიცებლად კომისიის განახლებული ან ახალი შემადგენლობა. 8. პირს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. კომისიის წევრის აცილება  1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების შესაბამისად კომისიის წევრი ვალდებულია, ატესტაციის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. ის, შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას ატესტაციას დაქვემდებარებული პირების შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.  3.  იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული კომისიისათვის ცნობილი გახდება ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ ატესტაციას დაქვემდებრებული პირის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 8🔗.  ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1.  ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ხელმძღვანელი საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის დახასიათებას წინასწარ შემუშავებული ფორმის მიხედვით.  2. ატესტაციის ჩატარებისათვის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადებას ხელმძღვანელის დავალებით უზრუნველყოფს დაწესებულების საკადრო საკითხების წარმოებაზე  უფლებამოსილი პირი. 3. ატესტაციის ჩატარების სავალდებულო ფორმა არის გასაუბრება. 4. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს დასაქმებულის ანგარიშს მუშაობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონეს სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 5. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირი იღებს ამ წესის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. მუხლი 9🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარეზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.  2. კომისია ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით. 3. კომისია აფასებს დასაქმებულს, საჭიროების შემთხვევაში ისმენს დასაქმებულის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. 4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.  5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას; გ)ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას ( საჭიროებს კვლიფიკაციის ამაღლებას); დ)ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას. მუხლი 10🔗.  ატესტაციის შედეგები 1.  კომისია ვალდებულია თითოეული ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს გადაწყვეტილება, რომელიც  ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ეგზემპლარად და დახასიათებებთან ერთად ერთვის ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თამჯდომარე და წევრები.  3. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან  5  სამუშაო დღეში.  4. კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის შედეგებს  ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში. 5. დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის გადაწყვეტილების და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას დასაქმებულის დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც აისახება დასაქმებულის პირად საქმეში.  6. კომისია ატესტაციის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას ჩატარებული ატესტაციისა და მისი შედეგების შესახებ. მუხლი 11🔗. საპრეტენზიო კომისია 1. ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ატესტაციის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.  3.  საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეული პირები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის წევრი.  4.  საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5.  საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.  9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით ატესტაციის შედეგების  (მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საატესტაციო კომისიას. 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საატესტაციო კომისია, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 12🔗. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.