სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.12.2015
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 250020000.35.108.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.12.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერი ლაშქარავა | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 23.08.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
ნებართვის შემოღების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2015 წლის 8 დეკემბერი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 261, 30-ე და 36-ე მუხლების, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს:
ა) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესი (დანარათი №1);
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 აგვისტოს №44 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის
განთავსების ნებართვის გაცემის
წ ე ს ი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალებების (შემდგომში – სარეკლამო საშუალება) განთავსებითა და სარგებლობით წარმოშობილ ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ფინანსურ ურთიერთობებს.
2. ამ წესის მიხედვით სარეკლამო საშუალების განთავსება შესაძლებელია განხორციელდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტებზე. ამასთან, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უკვე არსებული სარეკლამო საშუალება შესაბამისი სასყიდლიანი და დროებითი სარგებლობის უფლებით შეიძლება დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს.
3. ამ წესის მიზანია გარე რეკლამის გავრცელების ტექნიკურ საშუალებასთან, მის ფორმასთან და გარეგნულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.
4. სარეკლამო საშუალებებზე რეკლამის განთავსების საკითხი რეგულირდება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗
ამ წესის მიზნებისთვის ამ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უძრავი ობიექტი – მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და სხვა უძრავი ქონება, რომელზედაც ან/და რომლის გამოყენებითაც ხორციელდება სარეკლამო საშუალების განთავსება;
ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;
გ) გარე რეკლამა – სარეკლამო საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და რომელიც ემსახურება გარკვეული ინტერესების ფორმირებასა და რეალიზაციას;
დ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული აუქციონი, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
ე) ნებართვა – კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ვადით ქმედების განხორცილების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან;
ვ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ნებართვის მოპოვება;
თ) სანებართვო პირობები – კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
ი) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან.და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 3🔗
1. სარეკლამო საშუალების განთავსება შეიძლება განხორციელდეს პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, ბილბორდებისა და სტაბილური განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
3. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
4. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა ,,სერტიფიცირებულია“.
5. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომელიც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
6. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
მუხლი 4🔗
1. სარეკლამო საშუალებაზე 1 წლის განმავლობაში 6 თვეზე მეტი პერიოდის მანძილზე რეკლამის განუთავსებლობის შემთხვევაში ნებართვა გაუქმდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
2. სარეკლამო საშუალების მოვლა-პატრონობასა და სათანადო იერსახით შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მფლობელს, მისი შეუსრულებლობა არის ნებართვის ვადამდე გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი.
3. სარეკლამო საშუალების მფლობელს უფლება აქვს, სანებართვო პირობების შესაბამისად თავისი უფლებები და მოვალეობები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილობითი თანხმობით გადასცეს მესამე პირს. ამასთან, აუცილებელია მესამე პირმა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას წარუდგინოს ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი წინადადება აუქციონში გამარჯვებული პირის ვალდებულებების სათანადოდ შესრულების თაობაზე. უფლებამოსილების გადაცემა არ განიხილება სანებართვო პირობების შეცვლის საფუძვლად.
4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკლამო საშუალებების განსათავსებელი უძრავი ობიექტების და სარეკლამო საშუალებების ნუსხა განისაზღვრება გარე რეკლამის გავრცელების გეგმით (სარეკლამო საშუალების განთავსების ადგილი, გაბარიტული ზომებისა და ფორმების მითითებით), რომელიც მტკიცდება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგეობის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე. გარე რეკლამის გავრცელების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, ასევე აუცილებელი სხვა საკითხები მათი მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. აღნიშნულ გეგმაში შესაძლებელია პერიოდულად განხორციელდეს ცვლილებები მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალისა და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.
5. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა შეთანხმებული უნდა იყოს:
ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);
ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიებზე;
გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას;
დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო–საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში.
მუხლი 5🔗
1. სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტებზე (უძრავი ობიექტების გამოყენებით) სარეკლამო საშუალებების განთავსების ნებართვის მოპოვება ხორციელდება აუქციონის წესით.
2. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღება და ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზება.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართის გაცემის თაობაზე აქუციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესები.
5. გარე რეკლამის განთავების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში იხდის მხოლოდ ნებართვის გაცემის ფასს აუქციონის შედეგების მიხედვით.
მუხლი 6🔗
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მთელ ტეროტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გაცემული გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება, გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ.–ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში.
6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ.–ზე, ყოველ სანებართვო წელზე სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნაბართვის მფლობელი იხდის სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
8. ნებართვის გაცემის ფასის სრულად და დროულად გადახდაზე კონტროლის განხორციელება ეკისრება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურს.
9. აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნებართვის გაცემის ფასის გადახდის დაგვიანებისათვის მას ეკისრება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,07%-ის ოდენობით. საურავის გადახდა წარმოებს ფასის გადახდისათვის დადგენილი წესით.
10. ნებართვის გაცემის ფასი არ მოიცავს სარეკლამო საშუალების დამზადება-განთავსების ხარჯებს და ეს უკანასკნელი მთლიანად ანაზღაურებული უნდა იქნეს სარეკლამო საშუალების განმათავსებლის მიერ.
11. ორმხრივი ფუნქციონალური დანიშნულების მქონე სარეკლამო საშუალების განთავსებისას ობიექტების სარგებლობის მინიმალური (საწყისი) ფასის ოდენობა განისაზღვრება საწყისი ფასის ორმაგი ოდენობით.
12. სენაკის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ აუქციონში გამარჯვებულს მოსთხოვონ სოციალური ხასიათის რეკლამის განთავსება. ასეთი მოთხოვნების მოცულობა წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს აუქციონში გამარჯვებულის სარგებლობაში არსებული სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალის საერთო მოცულობის 7%-ს. ამ პუნქტით გათვლისწინებული საკითხები რეგულირდება ამ წესისა და სანებართვო პირობების შესაბამისად.
მუხლი 7🔗
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არა უმეტეს 5 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე სამართლებრივი აქტით.
მუხლი 8🔗
1. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სარეკლამო საშუალების განმათავსებელი პირი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სარეკლამო საშუალების დემონტაჟი, გატანა და უძრავი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
2. ნებართვის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სარეკლამო საშუალების განმათავსებელი პირი შესაძლებელია წერილობით შეთანხმდნენ შესაბამისი სარეკლამო საშუალების (საშუალებების) სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. კონკრეტული შემთხვევა დარეგულირებული უნდა იქნეს ხელშეკრულებით.
მუხლი 9🔗
1. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
მუხლი 10🔗
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის სენაკის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
მუხლი 11🔗
1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი საჭიროებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან სავალდებულო შეთანხმებას.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურს 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას წერილის სახით იღებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური. მიღებული გადაწყვეტილება (წერილის ასლი) ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამგეობის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი.
4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.
მუხლი 12🔗
1. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება (გარე რეკლამის სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე და სხვა), რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1534 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევებს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან განესაზღვროთ ვადა 2 თვის ოდენობით, რათა მათ მიერ, ამ წესის შესაბამისად მოპოვებულ იქნეს გარე რეკლამის უფლება.
2. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განთავსებული გარე რეკლამა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსება ჩაითვლება გარე რეკლამის სანებართვო პირობების დარღვევად ან/და გარე რეკლამის განთავსებად შესაბამისი ნებართვის გარეშე.
დანართი №2
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
სანებართვო მოწმობა
№–––––
ნებართვა გაცემულია 201––– წლის ––– ––––––– . ნებართვა მოქმედებს 201––– წლის ––– –––––––––––
(წელი, რიცხვი, თვე) (წელი, რიცხვი, თვე)
ნებართვის მფლობელი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
და მისი სახელწოდება)
გარე რეკლამის განთავსების ადგილმდებარეობა (მისამართი):
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სანებართვო პირობები:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სენაკის მუნიციპალიტეტის
გამგებლის ხელმოწერა
ბ.ა.