სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს:
ა) სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენის საჯარო სკოლაში შემოვიდა 29 (ოცდაცხრა) მოთხოვნა, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე, დაბა ადიგენის საჯარო სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტისდაბა ადიგენის საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული ;
ბ) დაკმაყოფილდა 29 (ოცდაცხრა) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე შემოსულია 0 (ნოლი )მოთხოვნა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა ;
დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში, სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენის საჯარო სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა ;
ე) სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტისდაბა ადიგენის საჯარო სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები ;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენის აჯარო სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ 2015 წლის წლიურ ანგარიშს ცხრილის სახით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | -29 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 |
სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენის
საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ქომეთიანი