„A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 20 მარტის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №24 |
|
2015 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 20 მარტის №2 ბრძანებით დამტკიცებულ A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებში“ (www.matsne.gov.ge, 300030000.57.069.016056, 20.03.2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. ამ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საბეჭდი ქაღალდის შესყიდვისა.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტთან, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბეჭდი ქაღალდის მიწოდების ვადა სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას შესაძლებელია აღემატებოდეს არაუმეტეს ათი სამუშაო დღით. 3. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება და რომელიც მიმართავს მას ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება ან არგუმენტირებული წერილობითი უარი განაცხადოს ხელშეკრულების გაფორმებაზე. 5. ობიექტური გარემოებების არსებობისას, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, სხვა მიმწოდებლისაგან საბეჭდი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, მიმართავს სატენდერო კომისიას შესაბამისი დასაბუთებით. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადაიხადოს კონსოლიდირებულად შესასყიდი საბეჭდი ქაღალდის ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ვადით. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, მიიღოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, სატენდერო კომისია მსჯელობს ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე და მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით.“.
3. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) საბეჭდი ქაღალდის ღირებულების 5%-ის ოდენობით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, მიიღოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, სატენდერო კომისია მსჯელობს ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე და მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 9 დეკემბრიდან.
|
|