სს „ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1786-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

  საქმე №2/1786-15

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი /მოვალე/ - სს ,,ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო’

(საიდენტიფიკაციო კოდი - 212693539).

დირექტორი - ალექსანდრე კუპატაძე.

მოთხოვნა - მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო ს’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

გამოარკვია:

 სს ,,ა. ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო ს’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ალექსანდრე კუპატაძემ და აღნიშნა, რომ სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავამყოფო“ (ს/ნ 212693539) წარმოადგენს, 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და შპს „ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 212676781), შპს „ფოთის №1 პოლიკლინიკის“ (ს/ნ 215083861), შპს „ჭიათურის სამშობიარო სახლის“ (ს/ნ 215593677), შპს „ჭიათურის კანისა და ვენ.სნეულებათა დისპანსერის“ (ს/ნ 215598583), სს „ჭიათურის ს.ხუნდაძის სახელობის სამედიცინო სანიტარიული ნაწილის“ (ს/ნ 215598805), შპს „ზუგდიდის ქალთა კონსულტაციის“ (ს/ნ 220006954), შპს „ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 229729728), შპს „ფსიქიატრი ნარკოლოგის“ (ს/ნ 230030098), შპს „ზესტაფონის რაიონის ბავშვთა პოლიკლინიკის“ (ს/ნ 230030212), შპს „ზესტაფონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 230048052), შპს „მესტიის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 235894154), შპს „ჩხოროწყუს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 242261217), შპს „მკურნალის“ (ს/ნ 242572587), შპს „ცაგერის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 242575593), შპს „წალენჯიხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 242734724), შპს „ხარაგაულის საავადმყოფოს“ (ს/ნ 243569535) და შპს „ხობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 244552612) სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს.

როგორც  სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2015 წლის 7 სექტემბრის №218786 წერილიდან ირკვევა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით: სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ (ს/ნ 212693539) (მის: საქართველო, ქ. ქუთაისი, ოცხელის ქ. №2) და მის წინამორბედ საწარმოებს შპს „ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 212676781) (მის: საქართველო, ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქ. №12), შპს „ფოთის №1 პოლიკლინიკის“ (ს/ნ 215083861) (მის: საქართველო, ქ. ფოთი, გამსახურდიას ქ. 6), შპს „ჭიათურის სამშობიარო სახლის“ (ს/ნ 215593677) (მის: საქართველო, ქ. ჭიათურა, სტალინის ქ. №90), შპს „ჭიათურის კანისა და ვენ.სნეულებათა დისპანსერის“ (ს/ნ 215598583) (მის: საქართველო, ქ. ჭიათურა, სტალინის ქ. №90), სს „ჭიათურის ს.ხუნდაძის სახელობის სამედიცინო სანიტარული ნაწილის“ (ს/ნ 215598805) (მის: საქართველო, ქ. ჭიათურა, გ. ჭანტურიას, №20), შპს „ზუგდიდის ქალთა კონსულტაციის“ (ს/ნ 220006954) (მის: საქართველო, ქ. ზუგდიდი, კედიას ქ. №5), შპს „ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 229729728) (მის: საქართველო, ქ. ვანი, თავისუფლების ქ. №55), შპს „ფსიქიატრი ნარკოლოგიის“ (ს/ნ 230030098) (მის: საქართველო, ქ. ზესტაფონი, 9 აპრილის ქ. №4), შპს „ზესტაფონის რაიონის ბავშვთა პოლიკლინიკის“ (ს/ნ 230030212) (მის: საქართველო, ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის I შესახვევი №20), შპს „ზესტაფონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 230048052) (მის: საქართველო, ქ. ზესტაფონი, თამარის ქ. №29), შპს „მესტიის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 235894154) (მის: საქართველო, მესტიის რაიონში, დაბა მესტია, რუსთაველის ქ. №14), შპს „ჩხოროწყუს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 242261217) (მის: საქართველო, ქ. ჩხოროწყუ, მშვიდობის ქ. №16), შპს „მკურნალის“ (ს/ნ 242572587) (მის: საქართველო, ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №31), შპს „ცაგერის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 242575593) (მის: საქართველო, ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №31), შპს „ხარაგაულის საავადმყოფოს“ (ს/ნ 243569535) (მის: საქართველო, ქ. ხარაგაული, წერეთლის ქ. №14) და შპს „ხობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 244552612) (მის.: საქართველო, ქ. ხობი, ჭყონდიდელის ქ. №2) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ამასთან, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, შპს „წალენჯიხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 242734724) (მის: საქართველო, ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№6) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია: უფლების რეგისტრაცია №472006000232 – 24/05/2006 ქალაქი წალენჯიხა, ქუჩა კვარაცხელია, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო დაუზუსტებელი ფართობი: 150.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: №47.11.01.093ა (სავარაუდოდ აღნიშნული საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ასევე რეგისტრირებულია 47.11.43.032 საკ. კოდზე. რომლის მესაკუთრედ დარეგისტრირდა შპს „ე.კ. ფიფიას სახელობის წალენჯიხის ცენტრალური საავადმყოფო“ (ს/ნ 242730247)). სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2015 წლის 7 სექტემბრის №218882 წერილის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია სააღრიცხვო მასალა მისამართით:                                                            

 1. ქ. ქუთაისი, გამსახურდიას და ოცხელის ქუჩა №14/2 (ნინოშვილის და ოცხელის ქ. №228/2). უძრავი ნივთი აღრიცხულია 1971 წელს. ტექნიკური აღრიცხვის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია „სასწრაფო დახმარების სამსახური“. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი გაურკვეველია.

2. ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქუჩა №12. უძრავი ნივთი აღრიცხულია 1963 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია „კლინიკური საავადმყოფო“. მთლიანი შენობა-ნაგებობის გაშენების ფართი: ლიტ. „ა“ საერთო ფართი - 333.40 კვ.მ. ლიტ. „ბ“ საერთო ფართი - 39.0 კვ.მ. ლიტ. „ვ“ საეღტო ფართი - 46.10 კვ.მ. ლიტ „გ“ საერთო ფართი - 57.10 კვ.მ. ლიტ. „დ“ საერთო ფართი - 5.30 კვ.მ. ლიტ. „ე“ საერთო ფართი - 11.70 კვ.მ. ლიტ. „ზ“ საერთო ფართი - 20.60 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 5459 კვ.მ.

3. ტექნიკური აღრიცხვის მისამართით ქ. ფოთი, გამსახურდიას ქ. №6-ის ქონების 2004 წლამდე ფლობის ინფორმაცია მოიპოვებოდა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივში, რომელიც განადგურებულია ხანძრის გამო 2004 წლის ოქტომბერში, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოამზადოს და გასცეს მოთხოვნილი დოკუმენტი, არ გადმოეცა (დამწვარია).

4. ჭიათურა, შირაქის ქ. (ყოფ: სტალინის ქ.) №90. უძრავი ნივთი აღრიცხულია 1994 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულნი არიან: შპს „ჭიათურის ვენ-დისპანსერი“ (792.8 კვ.მ) და შპს „ჭიათურის ტუბ-დისპანსერი“ (121.5 კვ.მ). მთლიანი შენობა-ნაგებობის გაშენების ფართი: ლიტ. „ა“ საერთო ფართი - 921.5 კვ.მ და მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 1330 კვ.მ.

 

5. ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართებით: „ჭიათურა, ჭანტურიას ქ. №20“ - სს „ჭიათურის ს. ხუნდაძის სახელობის სამედიცინო სანიტარული ნაწილის“ მითითებით არ იძებნება.

6. ზუგდიდი, კედიას ქ. №5. უძრავი ნივთი აღრიცხულია 1999 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის) შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია „ქალთა კონსულტაცია“. მთლიანი შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტ. „ა“ საერთო ფართი - 159.0 კვ.მ, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - გაურკვეველია.

7. ვანი, შპს „ვანის საავადმყოფო“ (მისამართის გარეშე). მასალები არასრულია ინახება მხოლოდ სართულებრივი გეგმები სადაც მიწერილია: ლიტერი „ა“ ძირითადი კორპუსი, ლიტერი „ბ“ ყოფილი კვების ბლოკი, ლიტერი „გ“ მოსაცდელი, ლიტერი „დ“ მაღაზია (შენიშვნა: ლიტერი „გ-დ“ არ წარმოადგენს შპს „ვანის საავადმყოფოს“ კუთვნილებას). განაშენიანების ფართი - 1411 კვ.მ, ნაკვეთის ფართი - 12382 კვ.მ.

8. ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართებით: „ზესტაფონი, 9 აპრილის ქ. №4“ - შპს „ფსიქიატრი ნარკოლოგის“, „ზესტაფონი, აღმაშენებლის პირველი შესახ. №20“ - შპს „ზესტაფონის რაიონის ბავშვთა პოლიკლინიკის“ და „ზესტაფონი, თამარის ქ. №29-ში“ - შპს „ზესტაფონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის მითითებით არ იძებნება.

9. ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართებით: „მესტია, რუსთაველის ქ. №4“ - შპს „მესტიის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის მითითებით არ იძებნება.

10. ჩხოროწყუ, მშვიდობის ქ. №16. უძრავი ნივთი აღიცხულია 1999 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია „ჩხოროწყუს რაიონის ცენტრალური საავადმყოფო“. მთლიანი შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტ. „ა“ საერთო ფართი - 2095.1 კვ.მ. (ფართი მითითებულია სართულებრივ გეგმაზე). მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - გაურკვეველია.

11. ჩხოროწყუ, მშვიდობის ქ. №16. უძრავი ნივთი აღიცხულია 1999 წელს. ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია „სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სადგური“. მთლიანი შენობა-ნაგებობის ფართი: ლიტ. „ა“ საერთო ფართი - 229.5 კვ.მ (ფართი მითითებულია სართულებრივ გეგმაზე). მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - გაურკვეველია.

12. ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართებით: „ცაგერი, რუსთაველის ქ. №31“ - შპს „მკურნალის“ და „ცაგერი, რუსთაველის ქ. №31“ შპს „ცაგერის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსხური-03“-ის მითითებით არ იძებნება.

13. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ. №6-ის სააღრიცხვო მასალებში ინახება მხოლოდ წალენჯიხის „რაიონული საავადმყოფოს“ საინვენტარიზაციო და სართულებრივი გეგმები. მიწის ნაკვეთის და შენობის ფართები გაურკვეველია.

14. ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართებით: „ხარაგაული, წერეთლის ქ. №14“ - შპს „ხარაგაულის საავადმყოფოს“ მითითებით არ იძებნება.

15. ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართებით: „ხობი, ჭყონდიდელის ქ. №2“ - შპს „ხობის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის მითითებით არ იძებნება.

სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“(ს/ნ 212693539) არც საკუთრებაში და არც კაპიტალში უძრავი ქონება არ ერიცხება:

 

1. სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავამყოფოს“ (ს/ნ 212693539) იურიდიულ მისამართზე არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ოცხელის ქ. №2 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.05.26.022, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 28978.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 03.05.01.333, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა №1-№11), ამავე ორგანიზაციის და მისი წინამორბედი საწარმოების საკუთრების უფლებით არ არის რეგისტრირებულია.                                                                                                                               

2. ქ. ქუთაისი, ბუხაიძის ქუჩა №12-ში განთავსებული უძრავი ქონება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.01.22.085, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 5304.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 03.01.02.110, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: შენობა №1 - 848.88 კვ.მ, შენობა №2 - 363.84, შენობა №3 - სან. კვანძი -10.87, შენობა №4 - 10.2 კვ.მ, შენობა №5 - 10.72 კვ.მ, შენობა №6 - 60.00 კვ.მ, შენობა №7 - 58.0 კვ.მ, შენობა №8 - ელ. ჯიხური - 4.0 კვ.მ) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია, სახელმწიფოზე და სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით გადაცემულია, სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის“

3. ქ. ჭიათურა, დავით აღმაშენებლის (ყოფ: სტალინის ქ. და ყოფ: შირაქის ქ.) №90-ში განთავსებული უძრავი ქონება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №38.10.42.013, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1417.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 38.10.18.033, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია, სახელმწიფოზე და შპს „ჭიათურის ტუბდისპანსერზე“ (ს/ნ 215598565), რომელიც წარმოადგენს შპს „ზესტაფონის რაიონის ცენტრალური პოლიკლინიკის“ (ს/ნ 230030150) სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას.

4. ქ. ზუგდიდის, კედიას ქ. №5-ში განთავსებული უძრავი ქონება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №43.36.01.097.01.500, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 315.00 კვ.მ, სართული I – 190.40 კვ.მ), საკუთრების უფლები რეგისტრირებული იყო შპს „ზუგდიდის ქალთა კონსულტაციაზე“, ამჟამად აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს - სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“.   

5. ქ. ვანში საავადმყოფოს შენობა არ ირიცხება სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ (ს/ნ 212693539) საკუთრებაში, რადგან იგი არ წარმოადგენს, შპს „ვანის საავადმყოფოს“ უფლებამონაცვლე ორგანიზაციას.

6. ქ. ჩხოროწყუ, მშვიდობის ქ. №16-ში განთავსებული უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენდა სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავამყოფოს“ (ს/ნ 212693539) წინამორბედი ორგანიზაციის, შპს „ჩხოროწყუს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 242261217) საკუთრებას, ამჟამად მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია: შპს „ბლოკ-ჯორჯიაზე“ (ს/ნ 211362461), შპს „ბლოკ-ინვესტზე“ (ს/ნ 205221909) და შპს „მედიმექსზე“ (ს/ნ 211355503) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №46.02.43.026, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1115.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 46.01.01.078 და 46.01.01.078ბ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: განაშენიანების ფართით - №1-187.07 კვ.მ.“    ამასთან, ამავე მისამართზე არსებული საავადმყოფოს შენობა: ლიტ. „ა“ საერთო ფართი - 2095.1 კვ.მ არ ირიცხება სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავამყოფოს“ (ს/ნ 212693539) საკუთრებაში, რადგან იგი არ წარმოადგენს, შპს „ჩხოროწყუს რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს“ სამართალმემკვიდრეს.

7. სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო“ (ს/ნ 212693539) არ წარმოადგენს, შპს „წალენჯიხის რაიონული საავადმყოფოს“ უფლებამონაცვლეს, შესაბამისად, ქ. წალნეჯიხაში, ჭურღულიას ქ. №6-ში არსებული საავადმყოფოს შენობა არ ირიცხება მის საკუთრებში.

რამდენჯერმე განხორციელდა, ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№6-ში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდის ცვლილება:

№47.11.01.093

№47.11.43.032

№47.11.43.032 საკადასტრო კოდი გაიყო ორ კოდად: №47.11.43.112 და №47.11.43.113

47.11.43.112 და №47.11.43.113 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გაერთიანდა ერთ ნაკვეთად, საკადასტრო კოდით №47.11.43.269. შესაბამისად, ყოფილი შპს „წალენჯიხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 242734724) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: საქართველო, ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№6) მესაკუთრეს ამჟამად წარმოადგენს, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (ს/ნ 404476205)

სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2015 წლის 05 მაისის MIA 2 15 00958289 წერილის თანახმად, სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავამყოფოს“ (ს/ნ 212693539) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა. ხოლო, „სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ (ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი და სამართლებრივი ფორმა მითითებული არ არის, მისამართი: ქ. ქუთაისი, ოცხელის 2) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „UAZ 3962” (ძრავის №00606177, ძარის №9766) სახელმწიფო სანომრე ნიშნით DAC-822. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია, შპს „ფოთის №1 პოლიკლინიკის“ (ს/ნ 215083861), შპს „ჭიათურის სამშობიარო სახლის“ (ს/ნ 215593677), შპს „ჭიათურის კანისა და ვენ.სნეულებათა დისპანსერის“ (ს/ნ 215598583), სს „ჭიათურის ს.ხუნდაძის სახელობის სამედიცინო სანიტარული ნაწილის“ (ს/ნ 215598805), შპს „ზუგდიდის ქალთა კონსულტაციის“ (ს/ნ 220006954), შპს „ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 229729728), შპს „ფსიქიატრი ნარკოლოგის“ (ს/ნ 230030098), შპს „ზესტაფონის რაიონის ბავშვთა პოლიკლინიკის“ (ს/ნ 230030212), შპს „მესტიის რაიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ს (ს/ნ 235894154), შპს „მკურნალის“ (ს/ნ 242572587), შპს „ცაგერის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ს (ს/ნ 242575593) და შპს „ხარაგაულის საავადმყოფოს“ (ს/ნ 243569535) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ.

ამავე ბაზის თანახმად, შპს „ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 212676781), შპს „ზესტაფონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 230048052), შპს „ჩხოროწყუს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 242261217), შპს „წალენჯიხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 242734724) და შპს „ხობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 244552612) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებები. რომელთაგან დიდი ნაწილი საკუთრების უფლებით გადაცემულია სხვადასხვა კომპანიებზე, თუმცა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები არ განხორციელებულა:

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სს „ჩემი ოჯახის კლინიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 09 სექტემბრის №09/09/08 განკარგულების საფუძველზე, სს „ჩემი ოჯახის კლინიკას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცა, შპს „ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 212676781) ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება და მათ შორის, სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2015 წლის 05 მაისის MIA 2 15 00958289 წერილში მითითებული სატრანსპორტო საშუალებები: „FORD TRANSIT“, „RAF 22031-01“ და „UAZ 396201“, თუმცა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა არ განხორციელებულა.

 ამავე განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სს „ჩემი ოჯახის კლინიკას“ დაევალა, შპს „ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ში (ს/ნ 212676781) შესაბამისი ხელშკრულების გაფორმების მომენტისთის არსებული სამედიცინო სერვისების უწყვეტობის შენარჩუნება, შესაბამისი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით და შესაბამისი საკადრო რესურსის არსებობის პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2015 წლის 05 მაისის MIA 2 15 00958289 წერილში მითითებული სატრანსპორტო საშუალებები .

2. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ჯეო ჰოსპიტალსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №14/09/07 განკარგულების საფუძველზე, შპს „ჯეო ჰოსპიტალსს“ სომბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცა, შპს „ზესტაფონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ის (ს/ნ 230048052) ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება და მათ შორის, სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2015 წლის 05 მაისის MIA 2 15 00958289 წერილში მითითებული სატრანსპორტო საშუალებები: 2 ერთეული „UAZ 396201“ და „HYU№DAI H1“, თუმცა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა არ განხორციელებულა .                                                            

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „წალენჯიხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ს (ს/ნ 242734724) შორის, 2011 წლის 07 სექტემბერს გაფორმდა - მოძრავი ქონების უსასყიდლოდ /საჩუქრად/ გადმოცემის შესახებ ხელშეკრულება. რის საფუძველზეც განხორციელდა, ორგანიზაციის საკუთრებაში და ბალანსზე რიცხული, სხვადასხვა მოძრავი ქონების და სატრანსპორტო საშუალებების - 2 ერთეული „UAZ 396259“-ს (სახელმწიფო სანომრე ნიშანი: TDT-722 და TDT-723) სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა.

 ხოლო, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2011 წლის 20 სექტემბრის №1-3/1019 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა, შპს „წალენჯიხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის (ს/ნ 242734724) კაპიტალიდან სახელმწიფოსთვის გადაცემის მიზნით, შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების ამოღება:

„GAZ 3221“ (სახელმწიფო სანომრე ნიშანი: FNF-657, ძრავის №0040621, შასის №0080265);

„UAZ 396259“ (სახელმწიფო სანომრე ნიშანი: PSP-201, ძრავის №42180050400733);

„UAZ 396259“ (სახელმწიფო სანომრე ნიშანი: PSP-203, ძრავის №42180050401739);            

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა არ განხორციელებულა .

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ხობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“-ს (ს/ნ 244552612) შორის, 2011 წლის 07 სექტემბერს გაფორმდა - მოძრავი ქონების უსასყიდლოდ /საჩუქრად/ გადმოცემის შესახებ ხელშეკრულება. რის საფუძველზეც განხორციელდა, ორგანიზაციის საკუთრებაში და ბალანსზე რიცხული, სხვადასხვა მოძრავი ქონების და შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა:

„UAZ 39629“ (სახელმწიფო სანომრე ნიშანი: TDT-731);

„UAZ 396259“ (სახელმწიფო სანომრე ნიშანი: TDT-729);                                                           

ამრიგად, სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ (ს/ნ 212693539) ბალანსზე ერიცხება მხოლოდ, 4 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. აქედან, 3 სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, საწარმოთა რეორგანიზაციამდე (შერწყმამდე), წარმოადგენდა - შპს „ჩხოროწყუს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური-03“ (ს/ნ 242261217):

● „UAZ 396259“ (სახელმწიფო სანომრე ნიშანი: PSP-204);

●  „UAZ 396259“ (სახელმწიფო სანომრე ნიშანი: PSP-205);

●  „VAZ 2121“ (სახელმწიფო სანომრე ნიშანი: FAI-562);

●  „UAZ 3962” (სახელმწიფო სანომრე ნიშანი: DAC-822);

ზემოაღნიშნული 4 სატრანსპორტო საშუალება დაკარგულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების“ სააგენტოს 2015 წლის 27 სექტემბერს გაეგზავნა წერილი იმის დასადგენად, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით

სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ (ს/ნ 212693539) არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს. ხოლო, უზრუნველყოფილი კრედიტორია, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს - 587 162.74 (ხუთას ოთხმოცდა შვიდი ათას ას სამოცდაორი და 74) ლარს (305648.59 ლარი (ნარჩენი) + 281514.15 ლარი (საურავი) = 587 162.74 ლარი). საწარმოს დებიტორული მოთხოვნები არ ერიცხება.

სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს“ (ს/ნ 212693539) ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს: 1. სს „საქართველოს ბანკში” (მის: ქ. ქუთაისი, წმინდა ნინოს ქუჩა №17). ანგარიშის ნომერი: GE05BG0000000121497100GEL (121497100) ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება;  2.         სს „თიბისი ბანკში” (მის: ქ. ქუთაისი, შ. რუსთაველის გამზ. №95). ანგარიშის ნომერი: GE78TB0300000030467110GEL ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე ერიცხება, 3.51 (სამი და 51) ლარი;           3. სს „ლიბერთი ბანკში” (მის: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №8). ანგარიშის ნომერი: GE73LB0610002034020004GEL ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება; ორგანიზაციას სალაროში თანხა არ გააჩნია.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საზოგადოება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ითხოვს სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ გაკოტრებას.

2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 21 ოქტომბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფო“ (ს/ნ 212693539) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს სს „ა.ძოწენიძის სახელობის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 მოსამართლე  გენადი მაკარიძე