სსიპ ქალაქ თბილისის №100 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1286669
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – ქალაქ თბილისის №100 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ ქალაქ თბილისის №100 საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს:

ა) სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თობაზე შემოვიდა - 317 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 317 მოთხოვნა და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების მიმღები პირი - სკოლის დირექტორი თეა კალანდაძე; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი - ქეთევან ჭაფოძე;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და გადაცემის თაობაზე შემოსული მოთხოვნის და მიღებული გადაწყვეტილების რაოდენობა - 19;

დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხონები არ დარღვეულა და შესაბამისად, გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინური სახდელი;

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა და შესაბამისად არ გასაჩივრებულა;

ზ) სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხები არ გაცემულა.

სკოლის დირექტორი თეა კალანდაძე