ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2015 წლის ანგარიში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ანგარიში საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე
201 5 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 6 (ექვსი) განცხადება, დაკმაყოფილდა 6 (ექვსი) განცხადება.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. შესაბამისად, 2015 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა.
2015 წლის განმავლობაში პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
2015 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 0 ლარი.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგი საჯარო მოხელის მიერ
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის სამსახურის უფროსი თენგიზ მუზაშვილი. საჯარო მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე
კახაბერ გუგეშაშვილი