ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/92
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის წლიური ანგარიში

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს:

ა) ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 20განცხადება. გაიცა 19 საჯარო ინფორმაცია, ერთი განცხადება გაიცემა ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემთხვევაში. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ბ) საკრებულოს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხდომის დახურვის შესახებ არ უმსჯელია. საკრებულოში წარმოდგენილ ყველა წერილობით მოთხოვნაზე მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება.

გ) საკრებულოში საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

დ) საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევას და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

ე) საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან სხდომის დახურვის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

ვ) საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არც მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი დაფიქსირებულა;

ზ) საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ან სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ დაფიქსირებულა.

 

თავმჯდომარე                                                 ჯემალი შავერდაშვილი