სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1261450
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ   ვანის  მუნიციპალიტეტის   სოფელ  ტობანიერის  საჯარო  სკოლის  2015  წლის  ანგარიში

 

    საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული   კოდექსის  49 -ე  მუხლის  შესაბამისად   და  ამავე  კოდექსის    III თავით  დადგენილი  მოთხოვნების  შესრულებისა    და  საჯარო   ინფორმაციის  გაცემა/არგაცემის  სტატისტიკასთან  დაკავშირებით,  წარმოგიდგენთ   სსიპ  ვანის   მუნიციპალიტეტის სოფელ  ტობანიერის  საჯარო  სკოლის  2015  წლის  ანგარიშს:

ა) სკოლაში  საჯარო  ინფორმაციის  გაცემის  მოთხოვნის  თაობაზე  ინფორმაცია  არ  შემოსულა.  საჯარო  ინფორმაციაში  შესწორების   თაობაზე სკოლაში  მოთხოვნა  არ შემოსულა. სკოლის  მიერ საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  უარის  თაობაზე   გადაწყვეტილება  არ  ყოფილა  მიღებული.

ბ) შესაბამისად  არ  ყოფილა  მიღებული   არცერთი  გადაწყვეტილება    ზემოთ   აღნიშნული  მოთხოვნების  დაკმაყოფილებაზე  უარის  თქმის  შესახებ.

გ) საჯარო  მონაცემთა  ბაზების  თაობაზე  მოთხოვნა  არ  შემოსულა, საჯარო  დაწესებულების  მიერ  პერსონალური  მონაცემების   შეგროვების,  დამუშავების, შენახვის  თაობაზე  მოთხოვნა  არ  შემოსულა, პერსონალური  მონაცემების   სხვისთვის  გადაცემის  თაობაზე  მოთხოვნა  არ  შემოსულა.

დ) 2015  წლის საანგარიშო  პერიოდში     სკოლაში  დასაქმებულთა  მიერ   საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსით  დადგენილი   მოთხოვნები   არ  დარღვეულა  და  პასუხისმგებელ  პირებზე  შესაბამისი  დისციპლინური  სახდელი  არ  დადებულა.

ე)  სკოლა  საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  უარი  არ  უთქვამს,  შესაბამისად  არ  გამოუყენებია  მოქმედი  საკანონმდებლო აქტები.

ვ) საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის   49 -ე  მუხლის  ,,ზ“ პუნქტის  მოთხოვნასთან  დაკავშირებით   მოგახსენებთ,  რომ  სკოლის  ინფორმაციის   დამუშავებისა  და  გაცემის  შესახებ  მიღებული  გადაწყვეტილრბა  არ  გასაჩივრებულა. სკოლის  მიერ ინფორმაციის  გაცემაზე   უარის  თქმის  შესახებ  გადაწყვეტილება  არ  მიღებულა. აქდან  გამომდინარე ,  არ  გვაქვს  ინფორმაცია  გასაჩივრებაზე   დაკავშირებული   ხარჯების  და  მათი  შორის   მხარის   სასარგებლოდ გადახდილი  თანხების  თაობაზე.

   

ამასთან ,   სკოლის  2015  წლის  წლიურ   ანგარიშს  წარმოგიდგენთ  ცხრილის  ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა  საჯარო  ინფორმაციის  გაცემის  თაობაზე

0

საჯარო  ინფორმაციაში შესწორების   შეტანის    თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო  ინფორმაციის  მოთხოვნაზე  უარის  თქმის  თაობაზე   მიღებული

გადაწყვეტილება

0

საჯარო  მონაცემთა  ბაზის  თაობაზე  მოთხოვნა

0

პერსონალური  მონაცემების  შეგროვების  დამუშავების  და  შენახვის  თაობაზე   მოთხოვნა 

0

პერსონალური  მონაცემების  შემცვლელი ინფორმაციის სხვისთვის  გადაცემის  თაობაზე

0

საჯარო  ინფორმაციის გაცემაზე  უარის  თქმის  შესახებ  მიღებული  გადაწყვეტილების  გასაჩივრების  შესახებ

0

დაწესებულების  მიერ   ინფორმაციის დამუშავებისა  და  გაცემასთან , აგრეთვე  ინფორმაციის   გაცემაზე   უარის  თქმის  შესახებ   მიღებული გადაწყვეტილების  გასაჩივრებასთან   დაკავშირებული   ხარჯების  ,  მათ  შორის   მხარის  სასარგებლოდ  გადახდილი   თანხების  შესახებ .

0

 

ტობანიერის  საჯარო  სკოლის  დირექრორის  მ.შ                                                      თ.  გეგიძე