სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ წლიურ ანგარიში

(2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე)

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ვაქვეყნებთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ 2015 წლის ანგარიშს, ზემოაღნიშნული მუხლის თითოეული პუნქტის შესაბამისად:

ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ:

2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოში“ შემოსულია 46 (ორმოცდაექვსი) განცხადება; პასუხი გაცემულია 44 (ორმოცდაოთხი) განცხადებაზე, ხოლო 2 (ორი) განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად, მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია;

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:

სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოში“ შემოსულ ორმოცდაექვსივე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიღებულია სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ. უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:

სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოში“ საჯარო მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. სააგენტოში პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ:

2015 წელს აღნიშნული კოდექსის მოთხოვნები სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოში“ დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ არ დარღვეულა. ასევე, ადგილი არ ჰქონია სააგენტოში დასაქმებულ თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს;

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას:

სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოში“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ:

სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოში“ ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

 

 სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“   

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                ანა კვარაცხელია