საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დებულებების შესრულების თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დებულებების შესრულების თაობაზე.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2015 წლის ანგარიში
(საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციას)
2015 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სულ რეგისტრირებულია
89 განცხადება, მათ შორის 21 განცხადება მიღებულია ფიზიკური პირისგან, ხოლო 68 განცხადება იურიდიულ პირს ეკუთვნის.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით დაკმაყოფილებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 95 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა, მათ შორის 2014 წლის ანგარიშში ასახული 8 განცხადება, რომელზეც მიმდინარეობდა საქმისწარმოება, ხოლო მოცემული ეტაპისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სამინისტროში შემოსულ 2 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.
საქართველოს სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით ერთმა განმცხადებელმა მომართა.
უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოსს პორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს არცერთი განმცხადებლისათვის არ გაუცია.
,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია მოსაკრებლის გადახდის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა.
,,მოსაკრებლის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ“ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში არცერთ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაუხდია.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს
მიერ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემა
პერსონალურ მონაცემთა შესახებ ხორციელდებოდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მინისტრი
ტარიელ ხეჩიკაშვილი