სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) ადმინისტრაციის 2015 წლის 10 დეკემბრის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) ადმინისტრაციის 2015 წლის 10 დეკემბრის

ანგარიში

 

(საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად)

 

1.    2015 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოვიდა 23 მოთხოვნა, რომელთაგან დაკმაყოფილდა ყველა და გასაჩივრების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

2.   სახელმწიფო    რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

3.   საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა .

4.   საანგარიშო პერიოდში ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირებს არ დაკისრებია დისციპლინარული პასუხისმგებლობა.

5.   სახელმწიფო    რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ხარჯების გაწევის აუცილებლობა არ წარმოქმნილა.

 

 

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის

პირველი მოადგილე                                                            არჩილ ჯაფარიძე