საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის 2015 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

ინფორმაციისთავისუფლებისშესახებ

საქართველოსიუსტიციისსამინისტროს

სსიპდანაშაულისპრევენციისცენტრისწლიურიანგარიში

(2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე )

 

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ინფორმაციის თავისუფლების შესახებ წლიურ (2014წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე ) ანგარიშს:

 

ა) სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ 2014 წლის 10 დეკემბრიდან 201 5 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 17 განცხადება. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს #219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის  - MY.GOV.GE - მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით ცენტრში 2014 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა3 მოთხოვნა.

 

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2014 წლის 10 დეკემბრიდან 201 5 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

 

ბ) საანგარიშებო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ შემოსული განცხადებებიდან,

 

1.      საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა15 შემთხვევაში;

2.      2 განცხადება განხილვის ეტაპზეა და მიმდინარეობს წარმოება.

 

 

ცენტრში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება 15-ვე შემთხვევაში მიიღო ცენტრის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმავლადიმერ ხელაძემ.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსული 17 განცხადებიდან, არასამათავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ იქნა 9 განცხადება, მოქალაქეების მხრიდან 8 განცხადება. ამასთან, შემოსული განცხადებებიდან არც ერთში არ ყოფილა მითითებული, რომ დაინტერესებული პირი წარმოადგენდა მედიასაშუალებას. შესაბამისად,  მედიის მიერ ცენტრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ოფიციალურად არ ფიქსირდება.

 

გ) ცენტრში ცალკეული სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. ცენტრში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.

 

2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

 

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდანსაანგარიშო პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავისდარღვევისა და დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

 

ე) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

ვ) სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით დაფიქსირდა 1 ადმინისტრაციული საჩივარი.საანაგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებისსასამართლო წესით გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.

 

ზ) ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები.

 

 

პატივისცემით,

 

დირექტორი მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                 გიორგი პაპავა

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის 2015 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის 2015 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის 2015 წლის ანგარიში“?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის 2015 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2015. მიმღები ორგანო — სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის 2015 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის 2015 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3083809/