სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№190
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის 201 5 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში –  სწავლების ცენტრი)201 5 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე.

მიმდინარე წელს სწავლების ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ოცდასამი განცხადება, რომელთაგან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად:

√ოცდაორ განცხადებაზე – სწავლების ცენტრმა უზრუნველყო მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა;

√ერთ განცხადებაზე – „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა არ განხორციელებულა.

                

დირექტორი                                                                             ნათია ზაალიშვილი