სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წლიური ანგარიში
 
(2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე)

ა) სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 13 განცხადება, აქედან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 04 განცხადება შემოტანილი იქნა მოქალაქის მიერ, ხოლო 9 განცხადება – სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – MY.GOV.GE-მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 5 მოთხოვნა.  

ბ) რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ შემოსული 13 განცხადებიდან 7 შემთხვევაში სრულად გაიცა ინფორმაცია, ხოლო ორ განცხადებას ნაწილობრივ გაეცა პასუხი (კერძოდ, ერთ განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით,რადგანაც სააგენტო არ ფლობდა მოთხოვნილ მონაცემებს).

ორ განცხადებაში მითითებული საკითხი მიეკუთვნებოდა რა სხვა ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციას, შემდგომი რეაგირების მიზნით მათთან იქნა გადაგზავნილი, ხოლო 2 განცხადებასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა სააგენტოში არ დაფიქსირებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნებზე რეაგირებისათვის სააგენტოში განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი – ნატა გოდერძიშვილი, იურიდიული სამმართველოს უფროსი;

გ) სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კანონით და დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სააგენტოში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ელექტრონული მართვის სისტემაში (ემს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. ელექტრონული მართვის სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. კერძოდ, კი სააგენტოს თანამშრომლის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია გაიცემა აღნიშნული თანამშრომლის თანხმობით ან კანონით დადგენილი სხვა საფუძვლით. სააგენტო თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას აწარმოებს საკადრო უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის კანონიერი მიზნიდან გამომდინარე და ამ მიზნის პროპორციულად.

,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აწარმოებს ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრს – ადმინისტრაციული ორგანოების ინფორმაციული სისტემების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ბიზნესპროცესების შესახებ რეესტრს.

ამჟამად რეესტრი მოიცავს 100 ადმინისტრაციული ორგანოს, 342 რეესტრისა და 312 სერვისის შესახებ ინფორმაციას;

დ) სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი;

ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

 

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს                                         ირაკლი გვენეტაძე

თავმჯდომარე