საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის ანგარიში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

ა ნ გ ა რ ი შ ი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის

(ინფორმაციის თავისუფლება)

მოთხოვნათა შესრულების შესახებ

საანგარიშო პერიოდი: 2014 წლის პირველი დეკემბერი – 2015 წლის პირველი დეკემბერი

მნიშვნელოვანი მოვლენები:

●2015 წლის პირველი ივლისიდან 25 აგვისტომდე პერიოდში საქართველო გადავიდა ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე

●2015 წლის 17 ივნისს ძალაში შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისადაც, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ტელემაუწყებლობაზე გაუქმდა ლიცენზირების რეჟიმი და ტელემაუწყებლობა (ნებისმიერი ტექნოლოგიით) დაექვემდებარა ავტორიზაციას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების შერულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.

კომისიის მისამართები:

საფოსტო მისამართი: თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18,ტელ/ფაქსი: +995 32 2921625,E-mail: post@gn
cc.ge

ვებ გვერდი: http://gncc.ge/ge/sadjaro-informaciis-motxov№a

ანალიტიკური პორტალი: (http://analytics.gncc.ge
)

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2004 წლის 11 ივნისის №6/4 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 23 მაისის №6/14 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა და საჯარო მოსამსახურის ფუნქციების შესრულება ეკისრება კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს.

საანგარიშო პერიოდში კომისიაში შემოსული 185 (ას ოთხმოცდახუთი) კორესპონდენციით (მათ შორის 15 იყო წარმოებაში 2014 წლის ანგარიშის შედგენის პერიოდში) მოთხოვნილი იყო შემდეგი საჯარო ინფორმაცია:

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან დაკავშირებით:

●შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ (№6/6592-14, 07.11.14; №შ-6/5615-15, 06.08.15) მიერ – შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ 2008–2014 წწ, ხოლო შპს „მობიტელის“ 2011-2014 წწ. სატელეფონო მომსახურების ბაზრის საცალო სეგმენტზე, საკუთარი მობილური ქსელების შიგნით განხორციელებული ზარების თვის საშუალო ფასი;

● მოქ. გ.გიგინეიშვილის (№6/7083-14, 04.12.14), ადვოკატ ვახტანგ კვიჟინაძის (№9/146-15, 23.12.14; №შ-6/8334-15, 30.10.15) მიერ – ოპტიკურ–ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებისა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე ავტორიზებული პირების ჩამონათვალი, აბონენტების რაოდენობა და მიღებული შემოსავლები;

● შპს „ლაგის“ (№6/459-15, 29.01.15) მიერ – შპს „ლაგის“ 2012–2013 წლებში კომისიაში წარმოდგენილი CDR–ები;

● შპს „ჯორჯიან ენერჯი კომუნიქეიშენზის“ (№6/1503-14, 19.03.14) მიერ – შპს „ჯითიეს“–ისა და შპს „რადექსის“ მიერ გავლილი ავტორიზაციების და აბონენტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;

● სს „თიბისი ბანკის“ (№შ-6/3-15, 09.02.15); სს „სილქნეტის“ (№შ-6/779-15, 06.03.15); პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის (№შ-6/2007-15, 17.04.15); შპს „ავერსი–გეოფარმას“ (№შ-6/8260-15, 27.10.15) მიერ – სატელეფონო ქსელებით, ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფაზე, ან/და მომსახურების მიმწოდებაზე ავტორიზებულ პირთა შესახებ ინფორმაცია;

● დ. ზილფიმიანის მიერ (№შ-9/611-15, 26.02.15) – შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირების თაობაზე დადებული ხელშეკრულება;

● შპს „ჯეოსელის“ (№შ-6/1145-15, 18.03.15) მიერ – შპს „ჯეოსელის“ ქსელში სხვადასხვა კომპანიის მიერ დასრულებული ზარების ოდენობა; (№შ-6/5553-15, 05.08.15) – შპს ქართული სატელეფონო კომპანია „ჯტს“–სა და შპს „ჯეოსელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;

● ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (№შ-6/2251-15, 21.04.15) მიერ -2008 წლიდან დღემდე ინტერნეტმომსახურებაზე ავტორიზებულ პირთა ჩამონათვალი და ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებულ საქსელო რესურსთან დაშვებასთან დაკავშირებული დავების სტატისტიკა (მას განემარტა, რომ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მოთხოვნა არის დასაზუსტებელი);

● საინფორმაციო სააგენტო GBC–ს (შ-6/2861-15, 13.05.15) მიერ – ბოლო მომხმარებლის ინტერნეტჰოსტინგის მომსახურებაზე ავტორიზებულ პირთა სია;

● მოქ. ინგა ჩიკვილაძის (№შ-9/2934-15, 14.05.15) მიერ – შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ ინფორმაცია;

● შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ (№შ-6/3125-15, 19.05.15) მიერ – სს „ჯი ენ ენ“–ის თაობაზე სხვადასხვა სახის ინფორმაცია;

● შპს „მობიტელის“ (№შ-6/3107-15, 19.05.15) მიერ – ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია განხორციელებული ტრაფიკის შესახებ; (№შ-6/4863-15,17.07.15) -სხვადასხვა სახის ინფორმაცია შპს „ჯეოსელთან“ დაკავშირებით;

● შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის (№შ-3/3115-15, 19.05.15) მიერ – საქართველოში ინტერნეტის დაფარვის ზონების და მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;

● შპს „კავკასუს ონლაინის“ (№შ-6/3689-15, 05.06.15) მიერ – ინფორმაცია VOIP აბონენტების შესახებ; (№შ-6/5885-15, 17.08.15) – შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

● შპს „სუპერ ტვ“–ს (№შ-6/4411-15, 30.06.15) მიერ – 2.5–2.7მჰც სიხშირულ ზოლში რესურსის მფლობელთა ჩამონათვალი;

● მოქ. ნ.ძველიშვილის (№შ6/5501-15, 03.08.15) მიერ – 2012 წლიდან წერილის მიღებამდე პერიოდში „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დარღვევასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ჩამონათვალი;

მოქ. გ.ბოჩიკაშვილის
(№შ-9/5617-15, 06.08.15) მიერ – შპს ,,საერთაშორისო

საინფორმაციო

სააგენტო

ევრაზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ვიდეომასალა;

შპს „მაგთიკომის“
(№შ-6/5797-15, 12.08.15) მიერ –
სს „სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მასალები; (№შ-6/8768-15, 13.11.15) – შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშები (მათ შორის აუდირებული ანგარიშები);

● მოქ. ნ.ჟღენტის (№შ-9/8211-15, 27.10.15) მიერ – სს „სილქნეტის“ დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია;

● შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის (№შ-6/3941-15, 17.06.15) მიერ – შპს „ვანექსთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია;

● მოქ. შ.შოთაძის (№9/10-15, 28.01.15; №შ-9/1451-15, 26.03.15; №შ-9/8243-15, 27.10.15; №შ-9/7852-15, 19.10.15) მიერ – 2013, 2014 წლის, ასევე 2015 წლის განმავლობაში, თვეების მიხედვით, კომპანიების მიერ პირდაპირი გზით შესყიდული გლობალური და მობილური ინტერნეტის მოცულობა და გადახდილი თანხები; მათგან გადამყიდველი კომპანიების მიერ შეძენილი გლობალური და ლოკალური ინტერნეტის მოცულობა და ხარჯი 2013–2014 წლებში; (№9/138–14, 25.12.2014) საქართველოს დასახლებული ტერიტორიის სია, სადაც არ არის მობილური კავშირგაბმულობა; (შ-9/1952-15, 16.04.2015) ინფორმაცია: შპს „ვიტელ ჯორჯიას და შპს „სერვისლაინის“ აბონენტების შესახებ; ფიქსირებული ქსელის სატელეფონო კომპანიების შესახებ; ინტერნეტპროვაიდერების შესახებ;

● მოქ. გ.ბეჟაშვილის (№9/04-15, 13.01.15) მიერ VOIP სატელეფონო სისტემის პროვაიდერთა სია საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

● მოქ. ბ. გიორგაძის (№შ-9/2441-15, 28.04.15) მიერ – ინტერნეტის მიმწიდებელი ოპერატორების ჩამონათვალი, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

● მოქ. ო.ჩვამანიას (№შ-9/6896-15, 18.09.15) მიერ – საქართველოში, ინტერნეტბაზარზე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანიების სია, შესყიდული მოცულობების და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

● შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ (№შ-6/8349-15, 30.10.15) მიერ – მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2010 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილისა და დეკემბრის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების ასელები;

● შპს „დელტა ნეტის“ (№შ-6/8195-15, 26.10.15) მიერ – 2015 წლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი ინტერნეტოპერატორების ჩამონათვალი რეგიონების მიხედვით, აბონენტების რაოდენობა და შეთავაზებული პაკეტები, შემოსავლები რეგიონებისა და პაკეტების მიხედვით, ყოველთვიურად შესყიდული საბითუმო ინტერნეტის მოცულობა და ხარჯი.

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ და ავტორიზებულ პირებთან დაკავშირებით:

● „საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის“ (№6/6353-14 21.10.2014) მიერ – მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირებთან დაკავშირებით ინფორმაცია დაფინანსების წყაროების, სპონსორების, აქტივების და პასივების და ა.შ. თაობაზე;

● შპს „საქართველოს მედია ქსელის“ (№6/7145-14, 10.12.14; №6/41-15, 08.01.15); მოქ. ა.ზედგინიძის (№6/6431-14, 03.11.14; №6/43-15, 08.01.15); Euro Media Servises–ს (№6/7178-14, 11.12.14); შპს „იბერია ტვ“–ს (№შ-6/84-15, 11.02.15); შპს TV8“–ს (№შ-6/21-15, 09.02.15); შპს „სუპერ ტვ“–ს (№შ-6/5-15, 09.02.15); “SILK MEDIA HOASE”–ს (№შ-6/588-15, 25.02.15); საკაბელო ტელევიზიების კავშირის (№შ-6/759-15, 05.03.15); ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის (№შ-6/4039-15, 18.06.15); მიერ – შპს „TV ERA“–ს (№შ-6/8311-15, 29.10.15); საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო „პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს“ (№შ-6/6153-15, 21,05,15) მიერ – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საკონტაქტო მონაცემები, ასევე მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია აბონენტების რაოდენობის შესახებ;

● მოქ. ნ.ძველიშვილის (№9/136-14, 03.12.14) მიერ – შპს „რ–რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული წარმოების მასალები; (№9/03-15, 08.01.15) ინფორმაცია რიგი მაუწყებლის ლიცენზიებისა და ავტორიზაციების შესახებ;

● საზოგადოება „ივერიას“ (№6/6758-14, 09.11.14) მიერ – ინფორმაცია და განმარტება იმსათან დაკავშირებით, არის თუ არა რუსეთის რომელიმე ტელერადიო სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე და რამდენად ირღვევა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი;

● მოქ. თამარ ქარელაძის (№9/144-14, 16.12.14; №9/08-15, 26.01.15) მიერ – რიგი სამაუწყებლო კომპანიის თვითრეგულირების მექანიზმში განხილული საჩივრების შესახებ დეტალური ანგარიშები, კომპანიების თვითრეგულირების და სააპელაციო ორგანოების წევრთა სიები და ინფორმაცია მათი შეცვლის შესახებ;

● საქართველოს აირექსის მედიის მდგომარეობის ინდექსის (№6/7490-14, 23.12.14) მიერ – სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების შესახებ;

● მოქ. მამუკა ანდღულაძის (9/06-15, 21.01.15) მიერ – „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის (მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალობა) შესაბამისად კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია;

● შპს „მედია-კონტენტის“ (№6/462-15, 29.02,15; №შ-6/852-15, 10.03.15) მიერ – საქართველოში არსებული ოპერატორების მიერ შპს НТВ-ПЛЮС–ის კონტენტის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები;

● საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (№შ-3/106-15, 11.02.15) მიერ – შპს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ გავრცელების არეალის შესახებ;

● თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის (№შ-6/284-15, 19.02.15) მიერ – შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის შემოსავლების წლიური ანგარიში ჯამური სახით და თითოეული წყაროს მიხედვით;

● შპს „ტელე–რადიო კომპანია რიონის“ (№შ-6/234-15, 17.02.15) მიერ – შპს „ტელე–რადიო კომპანია რიონის“ 2014 წლის 18 დეკემბრის საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

● საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (№შ-6/821-15, 09.03.15) მიერ – შპს „ტელეარხი 25“–ის 2014 წლის სამაუწყებლო ბადე;

● მოქ. გოჩა ოყრეშიძის (№შ-9/1198-15, 19.03.15) მიერ – შპს „TV ERA“–ს სამაუწყებლო ბადე და ინფორმაცია მის პაკეტში არსებული ყველა სატელევიზიო პროგრამის შესახებ;

● მოქ. მ.შენგელიას (№შ-6/1475-15, 26.03.15) მიერ – ინფორმაცია შპს „მედია კორპორაციის“ („ენკი–ბენკი“) ლიცენზიის და ავტორიზაციის შესახებ;

● საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი „გორბის“ (№შ-6/1197-15, 19.03.15); სარეკლამო კომპანია „ბათერფლაის“ (№შ-6/2261-15, 21.04.15) მიერ – სატელევიზიო კომპანიების მაუწყებლობის გავრცელების არეალი ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მითითებით;

● ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (№შ-6/2186-15, 20.04.15) მიერ – შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის“ მიერ კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის ჩარიცხვის მდგომარეობის შესახებ; (№შ-6/2187-15, 20.04.15) – შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ, კომისიის 2014 წლის №363/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს „სტერეო+“–ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ანგარიშებისა და ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ამსახველი ინფორმაცია;

● მოქ. გ.ბოჩიკაშვილის (№შ-9/2281-15, 22.04.15; №შ-9/3824-105, 11.06.15) მიერ – ა(ა)იპ მედიაკავშირი „ობიექტივის“ მაუწყებლობის გამავრცელებელი ტრანზიტორი ოპერატორების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ხელშეკრულებები; სალიცენზიო პირობების შესახებ ინფორმაცია; №შ-9/8495-15, 04.11.15) – მაუწყებლების მიერ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში კომისიაში წარმოდგენილი ანგარიშების ასლები; საჩივრების ასლები და რაოდენობა; საჩივრების განმხილველი პირების ჩამონათვალი; თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განუხილველად დატოვებული იმ მომჩივანთა შესახებ ინფორმაცია, რომელთაც კომისიას მიმართეს შესაბამისი საჩივრით;

● მოქ. ს. ცეცხლაძის (№შ-9/2264-15, 22.04.15) მიერ – „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63–ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ჩამონათვალი და მათი განთავსების ელექტრონული მისამართები;

● არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (№შ-6/2648-15, 04.05.15) მიერ – მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირების ჩამონათვალი, ავტორიზაციის მინიჭების ტარიფები და საკონტაქტო ინფორმაცია;

● შპს „მაგთიკომის“ (№შ–6/2258-15, 21.04.15; №შ-6/2869-15,13.05.15; №შ-6/4765-15, 14.01.15; №შ-6/5956-15,18.08.15; №შ-6/5957-15, 18.08.15); სს „სილქნეტის“ (№შ-6/1970-15, 16.05.15); მიერ – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

● სტუდია „მონიტორის“ (№შ-6/3438-15, 28.05.15) მიერ – ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირთა ჩამონათვალი;

● ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ (№შ-6/2369-15, 24.04.15) მიერ – 2012 წლიდან წერილის მიღებამდე, დაჯგუფებული სახით, სავალდებულო ტრანზიტის უფლებით მოსარგებლე მაუწყებლების და ტრანზიტის განმახორციელებელი პირების ჩამონათვალი;

● მოქ. ვ.კომახიძის (№შ-9/4227-15, 23.06.15) მიერ – შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების და წილების შესახებ ინფორმაცია;

● ანალიტიკური პროგნოზირების სააგენტო „დემოკრატიის ჟანგბადის“ (№შ-6/7274-15, 29.09.15) მიერ – 2004–2012 წლებში გახსნილი ტელევიზიები თბილისის და რეგიონების ჭრილში, ასევე იმ ტელევიზიების ჩამონათვალი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში განაახლეს მაუწყებლობა;

● სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირის“ საქართველოს წარმომადგენლობის (№შ-6/7543-15, 07.10.15) მიერ – მაუწყებლობის ტრანზიტზე და თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთა სია;

● შპს „კავკასუს ონლაინის“ (№შ-6/8235-15, 27.10.15) მიერ – შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ აბონენტეტების, დაფარვის ზონის შესახებ ინფორმაცია და აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები; (№შ-6/8617-15, 09.11.15; №შ-6/8474-15, 04.11.15; №შ-6/8475-15, 04.11.15; №შ-6/8476-15, 04.11.15) – შპს „სუპერ ტვ“–ს, შპს „შონი ოცდამეორეს“, შპს „7 არხსა“ და შპს “TV ERA“–სთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია;

● მოქ. ს.ყურაშვილის (№შ-6/719-15, 04.03.15) მიერ – რადიო და ტელემაუწყებლების ჩამონათვალი, მათი შემოსავლები 01.01.14–01.03.15 პერიოდში; (№შ-6/3546-15, 02.06.15) – 2015 წლის 01 ივნისის მდგომარეობით ინტერმეტმაუწყებლების და ინტერნეტოპერატორების ჩამონათვალი;

● მოქ. ი. ჩხიკვაძის (№9/141-14, 9.12.14; №9/134-15, 01.12.15; №9/14-15, 06.02.15) მიერ – 2013 – 2014 წწ. პერიოდში რადიომაუწყებლების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები;

● მოქ.დ.ბერიშვილის (№9/11-15, 30.01.15) მიერ – აჭარის რეგიონში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთა სია;

● კომპანია „აიფიემ კვლევების“ (№6/487-15, 30.01.15) მიერ – 2013–2014 წლებში ტელე და რადიომაუწყებლების მიერ რეკლამიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია;

● საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (№6/7146-14, 10.12.14) მიერ – ინფორმაცია შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ სამაუწყებლო ზონის შესახებ, შპს „რადიო უცნობისა“ და შპს „მომავლის რეკლამის“ 2014 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 ნოემბრამდე პერიოდის შემოსავლების შესახებ; (№შ-6/1475-15, 26.03.15) – შპს „მედია კორპორაციასთან“ დაკავშირებული ინფორმაცია;

● მოქ. ე.კახიძის (№შ-6-/765-15, 06.03.15; №შ-6/1012-15, 16.03.15) მიერ – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთა სია რეგიონების მიხედვით, აბონენტების რაოდენობის ცვლის დინამიკა 2013–2014 წლებში; შეთავაზებული არხების, პაკატების და ტარიფების შესახებ ინფორმაცია;

● ჟურნალ „ლიბერალის“ (№შ-6/6625-15, 10.09.15) მიერ – ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“–ის, „კავკასიის“, „ტაბულას“, „მაესტროს“, “GDS“–ის დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია;

● შპს „ტვ ერას“–ს 50% წილის მფლობელის ს.გოგიბერიძის (№შ-6/7730-15, 15.10.15; №შ-6/6146-15, 21.08.15) მიერ – შპს „ტვ ერა“–სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ სრული ინფორმაცია;

● შპს „თანამგზავრი XXI“–ის (№შ-9/569-15, 25.02.15) მიერ – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შპს „TV ERA“–ს №F44 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების და ხელშეკრულების ასლები;

● მოქ. გ. კვარაცხელიას (№შ6/8362-15, 30.10.15) მიერ – იმ მაუწყებელთა ჩამონათვალი, ვინც კომისიაში არ წარმოადგინა შემოსავლების შესახებ ანგარიში და აღნიშნულზე კომისიის რეაგირების შესახებ ინფორმაცია;

● მოქ. ზ. ხარატიშვილის (№შ-9/5851-15, 14.08.15) მიერ – საეთერო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიების სია, საერთო საეთერო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირთა სია, რომლებიც მაუწყებლობენ მულტიპლექსის პლატფორმის მეშვეობით;

● შპს „სტერეო+“-ს (№შ-6/3428-15, 28.05.15) მიერ – შპს „სტერეო+“–ის მიერ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად შესრულებული სამუშაოს კომისიის მიერ 2015 წლის 19–22 მაისს განხორციელებული მონიტორინგისა და შემოწმების შედეგები; (№შ-6/5491-15, 03.08.15) –2015 წლის 01 ივლისიდან 03 აგვისტომდე კომისიის მიერ განხორციელებული შემოწმების აქტები;
(№შ-6/3429-15, 28.05.15) – შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ რადიოსარელეო ხაზების მშენებლობის, სამაუწყებლო სიგნალის გავრცელების და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისთვის საჭირო ტექნიკის შესყოდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

● საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ (№შ-3/8738-15, 13,11,15) მიერ – შპს „ქართული რადიოს“ და შპს „რადიო იმედის“ მფლობელობაში არსებული ლიცენზიების ფარგლებში დაფარული სამაუწყებლო ზონების რუკები;

● შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ (№შ-6/9327-15, 27.11.15) მიერ – შპს სტუდია „მაესტროს“ ამონაწერი მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირთა რეესტრიდან;

● შპს „მაგთიკომის“ (№შ-6/8615-15, 09.11.15) მიერ – შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისა“ და შპს „სკაი კავკასუსის“ მიერ სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

საანგარიშო პერიოდში კომისიამ მიიღო 7 გადაწყვეტილება მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ:

1. №460/22, 06.08.15 – შპს „საქართველოს მედია ქსელის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ;

2. №488/22 , 13.018.15 – შპს „გამომცემლობა ეტალონის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ;

3. №496/2, 20.08.15 – შპს „რ.ბ.ჯ”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ;

4. №501/22, 20.08.15 – შპს „ტელეკომპანია მაესტროს” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ;

5.5 №554/22, 10.09.15 – შპს „ბი ემ ფის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ;

6. №578/22, 24.09.15 – ფიზიკური პირი გ. ორაგველიძის მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ;

7. №711/22, 19.11.15 – შპს „სიგულდას” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ.

ასევე 4 გადაწყვეტილება:

1. №483/12, 13.08.15 – შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;

2. №484/12, 12.08.15 – შპს ”სკაი სერვისის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;

3. №646/12, 29.10.15 – შპს ”სათოჯანისთვის” მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

4. №696/12, 12.11.15 – შპს ”ბლექ სი სატისთვის” მაუწყებლობის ავტორიზაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.

კომისიის სხდომების ოქმების, ოქმების ამონაწერების, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ლიცენზიების  დამოწმებული  ასლები:

● შპს „არგო2“–ის (№№6/6984-14, 26.11.14) მიერ – კომისიის 2014 წლის 30 იანვრის №55/7 გადაწყვეტილება;

● შპს „ტელევიზია კახეთის“ (6/6998-14, 27.11.14) მიერ – შპს „აღორძინების“ №1352 ლიცენზია;

● შპს „ახალი ქსელების“ (№6/7051-14, 03.12.14); შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (№6/7554-14, 25.12.14) მიერ – კომისიის 2014 წლის 13 ივნისის №321/9 გადაწყვეტილება;

● შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ (№6/6001-14, 29.09.14) მიერ – შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული აქტები;

● მოქ. ლ. თოდუას (№შ-9/13-15, 13.02.15) მიერ – კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №57/9 გადაწყვეტილება ელეტრონულ ფორმატში;

● სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ (№შ-9/570-15, 25.02.15) მიერ – კომისიის 2014 წლის 16 დეკემბრის №700/11 გადაწყვეტილება და მის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, 2014 წლის 16 დეკემბრის სხდომის ოქმის ამონაწერი;

● შპს „მობიტელის“ (6/7160-14, 10.12.14) მიერ – კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრიის №86 სხდომის ოქმის ამონაწერი;

● შპს ტელეკომპანია „რიონის“ (№შ-6/672-15, 02.03.15) მიერ – კომისიის 2015 წლის 17 თებერვლის №03 მოსამზადებელი სხდომის და 2015 წლის 02 მარტის №12 სხდომის ოქმები; (№შ-6/7388-15, 02.10.15) – კომისიის 2014 წლის 28 სექტემბრის №661/13 გადაწყვეტილება;

● შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ (№შ-6/2361-15, 24.04.15) მიერ – კომისიის 2015 წლის 02 აპრილის №07 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი; კომისიის 2015 წლის 08 აპრილის №07 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი; დ. ზილფიმიანის 2015 წლის 26 თებერვლის №შ–9/610-15 განცხადება და 2015 წლის 2 აპრილის წერილი; კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკური, რადიოსიხშირეთა მართვის, ადმინისტრაციული და სამართლებრივი დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათები დანართებთან ერთად;

● ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ (№შ-6/3436-15, 28.05.15) მიერ – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შესახებ კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული მონაცემები; ამონაწერი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №08 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმიდან; ამონაწერი კომისიის 2015 წლის 07 მაისის №30 სხდომის ოქმიდან; (№შ-6/1005-15, 16.03.15) – „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა პრემირების წესის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილება;

● შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია–კავშირ ობიექტივისა“ და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „მულტიპლექს თბილისის“ (№შ-9/5663-15, 07.08.15) მიერ – კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს №58 სხდომის ოქმის ამონაწერი;

● შპს „კავკასუს ონლაინის“ (№შ-6/6097-15, 20.08.15); მოქ. ნ. რობაქიძის (№შ-9/5811-15, 13.08.15) მიერ – კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს №58 სხდომის ოქმის ამონაწერი;

● მოქ. ი.გაფრინდაშვილის (შ-9/7200-15, 25.09.15) მიერ – კომისიის 2014 წლის 01 მაისის №234/24 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული მასალები და ამონაწერი კომისიის 2014 წლის 01 მაისისის №28 სხდომის ოქმიდან; კომისიის 2015 წლის 02 აპრილის №176/24 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული მასალები და ამონაწერი კომისიის 2015 წლის 02 აპრილის №20 სხდომის ოქმიდან;

● შპს „სტერეო+“-ს (№შ-6/1975-15, 16.04.15) მიერ – კომისიის მიერ შპს „სტერეო+“–თან დაკავშირებით 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის 21 აპრილამდე მიღებული გადაწყვეტილებები; (№შ-6/3429-15, 28.05.15) – შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ რადიოსარელეო ხაზების მშენებლობის, სამაუწყებლო სიგნალის გავრცელების და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისთვის საჭირო ტექნიკის შესყოდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

● შპს „სისტემა+“–ის (№შ-6/1865-15, 14.04.15) მიერ – შპს „ტელეკომპანია თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზია.

კომისიის შესახებ, კომისიასა და კომისიის აპარატში დასაქმებული პირების         თაობაზე:

● ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ:

(№6/6580-14,07.11.14) – კომისიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, კომისიის მოქმედი მრჩევლების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტები, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები და მიმოწერა, კომისიაში შტატგარეშე დასაქმებულთა ოდენობა და მათზე დარიცხული შრომის ანაზღაურება;

(№შ-6/1005-15, 16.03.15; №შ-6/5859-15, 14.08.15) – კომისიის წევრებზე 2014 და 2015 წწ. დარიცხული პრემიების ოდენობა ცალ–ცალკე, სახელისა და გვარის მითითებით; კომისიის აპარატში დასაქმებულთა პრემიების ჯამური რაოდენობა თვეების მიხედვით; ინფორმაცია კომისიის წევრებისა და კომისიაში დასაქმებული პირების სახელფასო დანამატების შესახებ; კომისიის თავმჯდომარეზე პრემიების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები; კომისიის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები; როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები; კომისიის წევრების სამივლინებო დეტალური ხარჯები; 2014 წლის განმავლობაში კომისიის მიერ გადაუდებელი აუცილებლობის გამო შესყიდული ობიექტების/მომსახურებების ჩამონათვალი; გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შესყიდული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი; შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია; ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასაქმებული პირების ოდენობა გენდერულ ჭრილში; 2015 წელს გათავისუფლებული დასაქმებული პირების ოდენობა გათავისუფლების მიზეზის მითითებით; შტატგარეშე დასაქმებულ პირთა ოდენობა და მათზე დარიცხული შრომის ანაზღაურების ოდენობა; საკონსულტაციო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები;

(№შ-6/6216-15, 24.08.15) – კომისიის მიერ წარმოებული უწყებრივი რეესტრების ჩამონათვალი და ინფორმაცია კომისიის მონაცემთა ბაზების შესახებ;

● სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის (№3/174-14, 12.12.14) მიერ – კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის ნიმუში თანამდებობის მითითებით, ასევე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

● მოქ. ნ.ძველიშვილის (№შ-9/714-15, 04.03.15) მიერ – 2012–2014 წლებში კომისიის აპარატსა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დასაქმებულ პირთა სია, ასევე, იმ პირთა ჩამონათვალი, ვისთანაც შეწყდა შრომითი ურთიერთობები, შესაბამისი საფუძვლის მითითებით;

●საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (№შ-6/2882-15, 13.05.15) მიერ – მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე–12 სიმპოზიუმის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №1424 განკარგულების საფუძველზე კომისიის მიერ საქონლისა და მომსახურების ნაწილის გამარტივებული საშუალებით შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

● მოქ. ნ.კაპანაძის (№შ-9/5608-15, 06.08.15) მიერ – კომისიაში დასაქმებულ იმ პირთა სია, რომლებიც 2006 წლიდან დღემდე ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე მიგრაციის პროცესში იყვნენ ჩართული;

● სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ (№შ-6/6806-15, 16.09.15) მიერ – იმ პირთა ოდენობა, ვისაც 2012 წლიდან 2015 წლის 16 სექტემბრამდე შეუწყდა შრომითი ურთიერთობები;

● საქართველოს პარლამენტის აპარატის (№შ-2/8125-15, 23.10.15) მიერ – კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობა საბიუჯეტო ანარიცხების ჩათვლით.

სტატისტიკური ხასიათის ინფორმაცია:

● მოქ. თ. გუბიანურის (№6/7209-14, 12.12.14) მიერ – 2014 წლის სექტემბრის და ოქტომბრის თვეების სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია;

● მოქ.ნ.ლომიძის (№შ-6/712-15, 04.03.15; №შ-6/3568-15, 02.06.2015; №შ-6/5911-15, 17.08.15; №შ-6/8340-15, 30.10.15) მიერ – კომისიის სტატისტიკურ ბაზაში 2.6. ფორმაში შეტანილი სტატისტიკური ინფორმაცია; (№შ-6/956-15, 12.03.15) – 2014–2015 წლების სტატისტიკური ინფორმაცია საერთაშორისო მიმართულებებზე საცალო მომსახურებიდან შემოსული შემოსავლების თაობაზე;

● მოქ. შ. შოთაძის ((№შ-9/560-15, 25.02.15) მიერ – სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო რიგი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით განემარტა, რომ შეუძლებელია იმ ჭრილში მიწოდება, როგორც იყო მოთხოვნილი, რიგ ინფორმაციასთან დაკავშირებით კი მიეთითა მისი განთავსების ელექტრონული მისამართი; (№9/123-14, 05.11.14; №9/142-14, 15.12.14) – 2005–2014 წლების სხვადასხვა ინფორმაცია.

● მოქ. მ.ლისენკოს (№შ-8/1048-15, 16.03.15) მიერ – სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია;

● საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ *№შ-6/8483-15, 04.11.15) მიერ – ბაზარზე არსებული მობილური და ფიქსირებული ქსელით მომსახურების მიმწოდებელი, საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი და სატრანზიტო მაუწყებლობის მიმწოდებელი კომპანიების ჩამონათვალი და ბაზარზე მათ მიერ დაკავებული წილი პროცენტულად;

სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია:

● მოქ. თ.სამნიძის (№9/147-14, 25.12.14) მიერ – „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი;

● საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის (№1/57-14, 28.11.14) მიერ – 2014 წლის განმავლობაში კომისიაში შემოსული ყველა ტიპის საჩივრის და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია;

● მოქ.ნ. ხუფენიას (№9/01-15, 05.01.15) მიერ მოთხოვნილი იყო განმარტება, რომელსაც კონსულტაცია გაეწია კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ, რაც დადასტურებულია ქ–ნი ნ.ხუფენიას ხელმოწერით. წერილი მოხსნილია კონტროლიდან კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძის 2015 წლის 09 თებერვლის №28 სამსახურებრივი ბარათით.

რიგი საჯარო ინფორმაციის მიწოდების თაობაზე კომისიის მიერ მომზადდა და გაიგზავნა განმარტებები:

● შპს „კავკასუს ონლაინს“ (№03/1794–15, 21.08.15; №01/1700–15, 14.08.15); ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ (№01/1106–15, 24.06.15); შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ (№01/741–15, 20.05.15); მოქ. შ.შოთაძეს (№01/1384–15, 14.07.15) კომისიის სხდომის ოქმის ელექტრონული (აუდიოჩანაწერი) სახით მიწოდების თაობაზე,განემარტათ, რომ

კომისიის სხდომების აუდიოჩანაწერი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტს, გააჩნია დამხმარე ფუნქცია და კომისიის ვალდებულებას არ წარმოადგენს სხდომების აუდიოჩანაწერების შენახვა–დაარქივება და მათი მომთხოვნი პირებისთვის გადაცემა;

● „საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირს“ (№05/2567-14, 12.12.14) განემარტა (მოთხოვნა: სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7–ის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება), რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით, სასამართლო დავის საბოლოო დასრულებამდე შეჩერებულია კომისიის 2014 წლის 24 მარტის №175/19 გადაწყვეტილების მოქმედება ნაწილობრივ, მათ შორის აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებული ფორმა 1.7–ის (მაუწყებლების შემოსავლების წყაროები – 7,000.00–ზე მეტი) მოქმედება;

●საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ჟურნალისტ თ.კარელიძეს (04/567–15, 22.04.15) განემარტა (მოთხოვნა: პროგრამების თაობაზე, რომელთა სპონსორობა იკრძალება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69–ე მუხლით, ასევე, დილის, დღის, შუადღის, საღამოს და ღამის ეთერის განმარტება), რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ9 პუნქტით განმარტებულია „სპონსორობა“, ხოლო ამავე კანონის 69–ე მუხლით აკრძალულია შემდეგი პროგრამების სპონსორობა: ა) ახალი ამბების პროგრამები (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი პროგრამის ავტონომიური ნაწილების სახით გადაიცემა); ბ)პროგრამები პოლიტიკურ საკითხებზე; გ) პროგრამები მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საარჩევნო ან საარჩევნო კამპანიასთან პირდაპირ დაკავშირებული პროგრამები;

● ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (№07/1823–15, 26.08.15) განემარტა (მოთხოვნა: კომისიაში შტატგარეშე დასაქმებული პირების ფინანსური ინფორმაციის მიწოდება), რომ შტატგარეშე მოსამსახურეები ითვლებიან კომისიის აპარატში დასაქმებულ პირებად და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, არის პერსონალური მონაცემი, მათ შორის ინფორმაცია პირთა ფინანსების შესახებ, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტით;

● საქართველოს საპატრიარქოს (№03/270-15, 13.03.15) განემარტა (მოთხოვნა: „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების რეესტრის წარმოების თაობაზე“ დებულების შემუშავების კომისიის ვალდებულებასთან დაკავშირებით), რომ აღნიშნული ვალდებულება განსაზღვრული იყო „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუმცა მას შემდეგ საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული არაერთი ცვლილების შესაბამისად, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის პრინციპები აისახა კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“, ხოლო ამ კოდექსით დადგენილი ნორმების დარღვევაზე რეაგირება, შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კოდექსის შესაბამისად შექმნილი თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმის ფარგლებში, რომლის შექმნა ყველა მაუწყებლის ვალდებულებაა;

● საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს (01/1014–15, 17.06.15) და მოქ. ს. ქურთაულს (№01/1015–15, 17.06.15) განემარტა (მოთხოვნა: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014–2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ მე–9 თავით კომისიისთვის განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შრომასა და დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები), რომ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014–2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ მე–9 თავით კომისიას არ აქვს განსაზღვრული ვალდებულებები. შესაბამისად, კომისიაში, აღნიშნული თავიდან გამომდინარე, არ არის შექმნილი სამუშო ჯგუფი, არ არის ფორმირებული მონაცემთა ბაზა და არ მოიპოვება მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაცია;

● მოქ. ნ.კილასონიას (01/114–15, 23.02.15; №01/168–15, 27.02.15) განემარტა (მოთხოვნა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების კომისიის მიერ შესარულების თაობაზე ინფორმაცია), რომ კომისია გამოსცემს ნორმატიულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს – კომისიის დადგენილებას. კომისიის დადაგენილების მიღების ან მასში ცვლილების შეტანის მიზნით კომისიაში იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და მიიღება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 20 სამუშაო დღეში ინიშნება საკითხის ზეპირი მოსმენა, ხოლო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ქვეყნდება ცნობა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში (www.gn
cc.ge). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღისა. კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობას თან ერთვის კომისიის გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და კომისიის დადგენილების პროექტი. ამავე დროს, ნორმატიულ–სამართლებრივი აქტის პროექტი, ელექტრონული ფორმით იტვირთება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. კომისიის სხდომები (მათ შორის ზეპირი მოსმენის სხდომა) საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს აქვთ უფლება და ეძლევა საშუალება წარმოადგინოს თავისი წერილობითი თუ ზეპირი მოსაზრებები, კომენტარები და ა.შ., რომლებიც, კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს წევრების მიერ მათზე განხორციელებულ რეაგირებასთან ერთად, აისახება კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში. 2014 წელს კომისიის მიერ ზემოაღნიშნული პროცედურის გავლით, გამოქვეყნებულია 9 ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ და მიღებულია 9 დადგენილება;

● ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ (№04/753–15) განემარტა (მოთხოვნა: 2012 წლიდან დღემდე, რამდენი მაუწყებელი სარგებლობს სავალდებულო ტრანზიტის უფლებით და რომელ ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან; ინფორმაცია მოთხოვნილია დაჯგუფებულად, სავალდებულო ტრანზიტის დაწყება–დასრულების ან მიმდინარეობის მიხედვით, თარიღების მითითებით), რომ კომისიაში არ არის დაცული ინფორმაცია იმ ფორმით, რა ფორმითაც არის მოთხოვნილი განცხადებაში;

● არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (01/2665–15, 17.11.15) განემარტა (მოთხოვნა: საჯარო მოხელეების ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები და მათზე რეგირების შესახებ ინფორმაცია), რომ კომისიაში არ არსებობს საჯარო უწყებაში დასაქმებული საჯარო მოხელეების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხების შესწავლით დაკავებული სტრუქტურული ერთეული, ვინაიდან კომისიაში დასაქმებულია 5 საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირი – კომისიის წევრი, ხოლო კომისიის აპარატში დასაქმებული პირები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას არ გააჩნია ვალდებულება და არც აუცილებლობა, ჰქონდეს საჯარო უწყებაში დასაქმებული საჯარო მოხელეების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხების შესწავლით დაკავებული სტრუქტურული ერთეული. რაც შეეხება კომისიის წევრებს, მათი ინტერესთა კონფლიქტის საკითხი შეისწავლება თანამდებობაზე დანიშვნის ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ. ასევე ეცნობა, რომ კომისიაში “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია;

● შპს „დელტა ნეტს“ (№05/2576–15, 11.11.15) განემარტა (მოთხოვნა: საცალო ინტერნეტაბონენტების რაოდენობა და შემოსავლები პაკატების ჭრილში), რომ აღნიშნული ინფორმაცია, რიგი ინტერნეტოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილია კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო იმ ოპერატორებს, რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად არ აქვს ცნობილი, დაეგზავნა საინფორმაციო წერილები, სადაც განმარტებულია, რომ მათ მერ წარმოდგენილი მონაცემები გამოთხოვილია შპს „დელტა ნეტის“ მიერ და თუ ისინი არ მოითხოვენ მის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას, ამ ინფორმაციას კომისია გადასცემს მომთხოვნ კომპანიას.

„საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის და ამავე კანონის მე–8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი პირებისთვის შეჩერებულია შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა:

● შპს „საქართველოს მედია ქსელის“ (№შ-6/7964-15, 20.10.15) მიერ მოთხოვნილია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის, შპს „ახალი ქსელების“ შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია;

●  შპს „სტერეო+“-ს (№შ-6/1974-15, 16.04.15) მიერ მოთხოვნილი 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 16 აპრილამდე კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კომისიის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

● შპს „კავკასუს ონლაინის“ (№შ-6/976-15, 13.03.15) მიერ მოთხოვნილია შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ სამაუწყებლო პაკეტში შემავალი არხების მომწოდებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და სრული ინფორმაცია ტრანსლირებული არხებისა და პაკეტების შესახებ; (შ-6/8866-15, 18.11.15) – კომისიის მიერ მამია სანადირაძისთვის გაგზავნილი წერილი;

● ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ (№შ-6/2369-15, 24.04.15) მიერ მოთხოვნილია სავალდებულო ტრანზიტით მოსარგებლე ავტორიზებული პირების და მათთვის მომსახურების მიმწოდებელი ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შესახებ დაჯგუფებული ინფორმაცია;

● შპს „ტვ–სახელოსნო მაესტროს“ (№შ-6/8644-15, 10.11.15) მიერ მოთხოვნილია № B167 ლიცენზიით გათვალისწინებული ქ.ბათუმის სამაუწყებლო ზონაში დაფარვის არეალის დიაგრამა, გრაფიკულად გამოსახული საქართველოს რუკაზე;

● შპს „ქართული რადიოს“ (№შ-6/8645-15, 10.11.15) მიერ მოთხოვნილია №B90, №B140, №B139, №B138, №B142, №B141 ლიცენზიებით განსაზღვრული სიხშირეების გავრცელების არეალი, დატანილი საქართველოს რუკაზე და სქემატური ორთო–სურათი;

● შპს „ევროპა პლუს თბილისის“ (№შ6/8643-15, 10.11.15) მიერ მოთხოვნილია რიგი რეგიონების „რადიო ვინილის“ მიერ დაფარვის არეალის დიაგრამა, გრაფიკულად გამოსახული საქართველოს რუკაზე.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლი გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის კომისიაში წარდგენის შემდეგ.

ანგარიშის მომზადების მომენტისათვის (01.12.2015 წელი) კომისიაში შემოსული 185 კორესპონდენციიდან პასუხგაცემულია 175; წარმოებაში არის 10 განცხადება.

საანგარიშო პერიოდში კომისიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას გასაჩივრებასთან დაკავშირებული არანაირი ხარჯები არ გაუღია და, შესაბამისად, მეორე მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

საანგარიშო პერიოდში კომისიას გადაწყვეტილება, საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე, არ მიუღია.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 13-ე მუხლის ბ) პუნქტისა და 29–ე მუხლის ბ) პუნატის, აგრეთვე “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ა) პუნქტის და მე-17 მუხლის შესაბამისად, კომისია სისტემატიურად აწარმოებს ავტორიზებულ პირთა და სალიცენზიო/სანებართვო უწყებრივ რეესტრებს, რომელიც მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი კომპანიების შესახებ საინფორმაციო ბაზას. ზემოაღნიშნული ბაზა შეიცავს აგრეთვე ინფორმაციას კომპანიების ავტორიზაციის, მინიჭებული სიხშირეების, სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსის და სხვა მონაცემების თაობაზე.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოებული უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი 2006 წლიდან იწარმოება ელექტრონულ ფორმატში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრში შეტანილი ინფორმაციის რაოდენობა და ტიპოლოგია მოიცავს როგორც ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ, ასევე დამატებით მონაცემებს.

2014 წლის 06 მაისს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებში“ შევიდა ცვლილება და განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (კომისიის ვებგვერდი – www.g
ncc.ge);

ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდს (www.g
ncc.ge).

კომისიის წარდგინებით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

კომისიაში შემოსულ ან მისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ საიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.

საანგარიშო პერიოდში მიღებულია 7 გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 33-ე მუხლით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის შესაბამისად, საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის (გადაწყვეტილებების საიდუმლო დანართები) ამოღების შემდეგ საიდუმლო საჯარო ინფორმაციის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნაწილი გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში.

მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

საანგარიშო პერიოდში კომისიამ მიიღო:

2 გადაწყვეტილება კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ:

№699/20, 12.11.15 – შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

№700/20, 12.11.15 – შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კომისიამ მიიღო 1 გადაწყვეტილება: №525/12. 03.09.15 – შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.

კომისიაში შემოსულ და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი, სალიცენზიო, ეკონომიკური და ტექნიკური მნიშვნელობის დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში. საარქივო საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.

საანგარიშო პერიოდში დაარქივდა და კომისიის უწყებრივ არქივს გადაეცა 21 საქმე.

საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ განხორციელდა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების 6 ფაქტი.

საანგარიშო პერიოდში კომისიის საშტატო ნუსხაში არსებულ ვაკანსიებზე მიღებულ 6 დასაქმებულზე კომისიის მიერ მოთხოვნილი, დამუშავებული და შენახული იქნა შემდეგი პერსონალური მონაცემები:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან Curriculum Vitae;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

საანგარიშო პერიოდში პერსონალური მონაცემების მოთხოვნის თაობაზე კომისიაში შემოსული იყო ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (№07/1823–15, 26.08.15. მოთხოვნა: კომისიაში შტატგარეშე დასაქმებული პირების ფინანსური ინფორმაციის მიწოდება) 1 განცხადება, რომლებიც არ დაკმაყოფილდა.

კომისია, ასევე, ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის სხდომათა საჯაროობის თაობაზე. კერძოდ:

ღიად და საჯაროდ წარმართავს თავის სხდომებს; ასრულებს მოთხოვნას საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე და ა.შ.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებისა, დაცულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კ) ქვეპუნქტის, აგრეთვე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები, ცნობები საჯარო განხილვების ჩატარების შესახებ და განსახილველი საკითხების პროექტები, დადგენილი წესის შესაბამისად, ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე. აღნიშნულ საკითხებზე ტარდება საჯარო ზეპირი მოსმენები (საანგარიშო პერიოდში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ 62 ცნობა, ჩატარებულია 41 ზეპირი მოსმენის, 8 მოსამზადებელი და 91 სხდომა. კომისიის სხდომებზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერსებულ პირს. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები, გადაწყვეტილებები და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებები ძირითადი საქმიანობის შესახებ, სისტემატიურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობა.

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე