ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის დეკემბრის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10 დეკემბრის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციის შესახებ 12 თვის ანგარიშს. ანგარიშში მოცემულია 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება.
2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, საკრებულოს აპარატში სულ შემოვიდა 23 განცხადება.
ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება და ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირებს წერილობითი ფორმით ეცნობა.
ამ განცხადებებიდან:
ü 23 განცხადება სრულად დაკმაყოფილდა
ü 0 განცხადებას უარი ეთქვა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე მარიამ ქათამაძე.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 10-დღიანი ვადა ყოველთვის დაცულია.
- 12 თვის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება დაკმაყოფილდა. უარის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული საჩივარი არ შემოსულა.
12 თვის განმავლობაში საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯებმა ასლის მოსაკრებლის სახით,შეადგინა 0 ლარი.
საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე საკრებულოში არ შემოსულა. შესაბამისად, შესწორებები საჯარო ინფორმაციაში არ განხორციელებულა.
საანგარიშო პერიოდში საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევისთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.
საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე