აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/506
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/506

2015 წლის 26 ნოემბერი

ქ.თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2015 წლის 28 ოქტომბრის №01/3734 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი“) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტრურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული საავტომობილო გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობა.

● როექტის მოკლე აღწერილობა:

გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველომ მოიპოვა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი, შესაბამისად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველო უმთავრესი პრიორიტეტია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის (კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის) და ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის (რუსეთსა და თურქეთს შორის) გაუმჯობესება. საქართველოს მთავრობამ აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციაში მხარდაჭერა სთხოვა ევროპის საინვესტიციო ბანკს. კერძოდ, დახმარებისათვის მიმართა სამტრედია-გრიგოლეთის ახალი 4 ზოლიანი გზის პროექტის მხარდასაჭერად. 2009 წელს ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ წარედგინა მაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთის მოდერნიზაციის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება და რეკომენდებული მიმართულების გარემოსდაცვითი შეფასება. გზის ამ მონაკვეთმა უნდა უზრუნველყოს E-60 მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის უწყვეტობა.

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტში“ 2014 წელს დამუშავებული ტექნიკური დავალების თანახმად, საავტომობილო გზა დაიყო 4 ლოტად:

●I ლოტი კმ0+000–კმ11+500

●II ლოტი კმ11+500–კმ30+000

●III ლოტი კმ30+000–კმ42+000

●IV ლოტი კმ42+000–კმ51+570

E-60 მაგისტრალი სამტრედია–გრიგოლეთის საავტომობილო გზის IV ლოტის (კმ42+000–კმ51+570) პროექტი მომზადებულია ყველაზე ეკონომიკური, ეფექტური და ფართოდ აღიარებული საინჟინრო კონცეფციების გათვალისწინებით.

პროექტი მოიცავს ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას. დასახელებული პროექტების განხორციელების მიზნით აუცილებელია, პროექტებისთვის საჭირო სამშენებლო არეალის გამოთავისუფლება და სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირება.

ზემოაღნიშნული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პროექტისთვის გამოყენების ფარგლებში, შემუშავებულია „მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. გეგმის ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეების ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკებების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტების ზემოქმედების არეალში, კერძოდ: ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში, სოფელ ხიდმაღალსა და სოფელ ნიგვზიანში მდებარე მიწის ნაკვეთების შემდეგ მესაკუთრეებთან: 
1) ბესიკ ჩხარტიშვილი - (პ/ნ 61002010762) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.50.219;

2) ალექსანდრე ევგენიძე - (პ/ნ 26001004890) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი – №27.15.50.158 და 27.15.50.156;

3) ელეონორა ყაჭეიშვილი - (პ/ნ 61001036505) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.50.287;

4) ციცანა ბარამიძე - (პ/ნ 26001027459) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.47.267;

5) ელგუჯა ზოიძე - (პ/ნ 26001026773) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.47.057;

6) ჯამბულ გორგაძე - (პ/ნ 61004002739) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.47.012;

7) მამია დოლიძე - (პ/ნ 26001029840) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.47.064 და №27.15.47.063;

8) ირაკლი დოლიძე - (პ/ნ 26001027006) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.47.031;

9) გული ჭანტურია - (პ/ნ 26001014359); თამარ ჭანტურია - (პ/ნ 26001025154); მარინე ჭანტურია - (პ/ნ 26001025155) - თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.47.120;

10) ქეთო ჭანტურია - (პ/ნ 26001004529) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.47.121;

11) ბექა დვალიშვილი - (პ/ნ 26001034597); დარია დვალიშვილი - (პ/ნ 26001018713) - თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.46.134;

12) ვაჟა ტიკარაძე - (პ/ნ 26001008565); ვაჟა ტიკარაძე - (პ/ნ 26001034795); ლილი კვაჭაძე - (პ/ნ 26001015334); მაია ტიკარაძე - (პ/ნ 26001025854); მალხაზ ტიკარაძე - (პ/ნ: 26001006641) –თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.44.006;

13) გაბრიელ ტუღუში - (პ/ნ 26001013042) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.44.097;

14) როზა თოიძე - (პ/ნ 26001005550); პაატა ვასაძე - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.44.095;

15) თემურ გურგენიძე - (პ/ნ 61001040581) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - № 27.15.45.026;

16) მურმან დევიძე - (პ/ნ 26001031679) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.52. 070; 

17) დავით შარიქაძე - (პ/ნ 62003014685) - უძრავი ქონების საკადასტრო კოდები: №27.15.45.248 და № 27.15.45.249;

18) ნაზი მჟავია - (პ/ნ 26001033040); უჩა მჟავია - (პ/ნ 26001025870); შალვა მჟავია - (პ/ნ 26001012255); ხვიჩა მჟავია - (პ/ნ 61003011122) - თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.14.45.173;

 წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობები და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ ზემოთ მითითებული პროექტების განხორციელების მიზნით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ განსახორცილებელი პროექტების ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია საექსპროპრიაციო უძრავი ქონება. შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

 საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 16 ნოემბრის ოქმის და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1.საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს E-60 ჩქაროსნული საავტომობილო გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობის პროექტის ფარგლებში, კერძოდ: ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში, სოფელ ხიდმაღალში და სოფელ ნიგვზიანში პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შემდეგი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე:

ბესიკ ჩხარტიშვილი (პ/ნ 61002010762), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.50.219, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 4910 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 2131 კვ.მ;

ალექსანდრე ევგენიძე (პ/ნ 26001004890) 1. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.50.158 მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 16 500 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 4131 კვ.მ (შენობა-ნაგებობით). 2. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N27.15.50.156, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 21100 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 9263 კვ.მ;

ელეონორა ყაჭეიშვილი (პ/ნ 61001036505), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.50.287, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 2722 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით) - 1018 კვ.მ;

ციცანა ბარამიძე (პ/ნ 26001027459), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.47.267 - მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 4039კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 4039 კვ.მ;

ელგუჯა ზოიძე (პ/ნ 26001026773), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.15.47.057, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 5200 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 1928 კვ.მ;

ჯამბულ გორგაძე (პ/ნ 61004002739), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.47.012, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 7500 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 1624 კვ.მ (შენობა-ნაგებობით);

მამია დოლიძე (პ/ნ 26001029840) 1. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.47.064,- მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 100კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ფარტი 100 კვ.მ, 2. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.47.063, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 2101კვ.მ, მათ შორის საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართი 2101 კვ.მ (შენობა-ნაგებობით);

ირაკლი დოლიძე (პ/ნ 26001027006),- უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.47.031 - მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 6996 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 232 კვ.მ;

გული ჭანტურიას (პ/ნ 26001014359), თამარ ჭანტურიას, (პ/ნ 26001025154), მარინე ჭანტურიას (პ/ნ 26001025155) - თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი №27.15.47.120 - მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 700კვ.მ- საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 700 კვ.მ(სენობა-ნაგებობით) ;

ქეთო ჭანტურია (პ/ნ 26001004529), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.47.121 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 2900 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი – 809 კვ.მ;

ბექა დვალიშვილის (პ/ნ 26001034597), დარია დვალიშვილის (პ/ნ 26001018713) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.46.134, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 3925 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართი 442 კვ.მ (შენობა-ნაგებობით);

ვაჟა ტიკარაძის (პ/ნ 26001008565), ვაჟა ტიკარაძის (პ/ნ 26001034795), ლილი კვაჭაძის (პ/ნ 26001015334), მაია ტიკარაძის (პ/ნ 26001025854), მალხაზ ტიკარაძის (პ/ნ: 26001006641) - თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი- №27.15.44.006, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 5847 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართი - 1424 კვ.მ;

● გაბრიელ ტუღუში (პ/ნ 26001013042), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.44.097 –მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 1434კვ.მ -საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 1434 კვ.მ);

როზა თოიძის (პ/ნ 26001005550), პაატა ვასაძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.44.095, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 3800 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 1222 კვ.მ;

თემურ გურგენიძე (პ/ნ 61001040581), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი № 27.15.45.026, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 4802 კვ.მ. - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 1640 კვ.მ;

მურმან დევიძე (პ/ნ 26001031679), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.52.070 - მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 5200 კვ.მ. - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 28 კვ.მ (შენობა-ნაგებობით);

დავით შარიქაძე (პ/ნ 62003014685), 1. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №27.15.45.248 - მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 6070 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 2178 კვ.მ. 2. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი № 27.15.45.249, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 2071 კვ.მ. - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 586 კვ.მ;

ნაზი მჟავიას (პ/ნ 26001033040), უჩა მჟავიას (პ/ნ 26001025870), შალვა მჟავიას (პ/ნ 26001012255), ხვიჩა მჟავიას (პ/ნ 61003011122) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №27.14.45.173, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 5423 კვ.მ. - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 2076 კვ.მ.

 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კ.მ, №6).

 მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი