პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის  2015 წლის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, დოკუმენტში ასახულია ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ 2015 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ:

1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების/გაცემაზე უარის თქმის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ შემოსულ კორესპონდენციას განიხილავს და ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც - foi@pdp.ge.

2015 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრის მდგომარეობით აპარატში შემოვიდა 22 მოთხოვნა ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. დასახელებულ შემთხვევებში სრულად და დაუყოვნებლივ გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაციის ასლები. ამდენად, მითითებულ პერიოდში არ ფიქსირდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევა.

2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ

2015 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში აპარატში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ.

3. ინფორმაციის დამუშავებასთან/გაცემასთან და გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები

ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯმა შეადგინა 0 ლარი. ამას გარდა, რამდენადაც საჯარო ინფორმაციის თაობაზე მიღებული ყველა მოთხოვნა სრულად იქნა დაკმაყოფილებული, არ წარმოშობილა გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯი.

4. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების/ნებართვების განხილვისა და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მათი მიღებისა და შეგროვების გზით, მათ გადაცემას მესამე პირებისათვის კი არ ახდენს.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიცავს განმცხადებელთა და მესამე პირთა პერსონალურ მონაცემებს, მესამე პირებს გადაეცემათ იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.

5. საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ვებგვერდზე განთავსებულია ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრი[1] .

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, კანონის არაჯეროვანი ინტერპრეტაციისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით, აპარატის ვებგვერდზე განთავსებულია მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და ინსპექტირებების შედეგად ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოქალაქეთა იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.[2]

6. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ

არ ყოფილა გამოვლენილი აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევა, ამდენად არ არსებობდა დისციპლინური სახდელის დადების საჭიროება.

 

სალომე ბახსოლიანი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

 

 

 



[1] https://catalog.pdp.ge/

[2] http://app.pdp.ge/