თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვლადიმერ ხუჭუას ბრძანებით დადგენილია თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე – სასამართლოს მენეჯერი თამაზი სხილაძე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას და სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

201 4 წლის 10 დეკემბრიდან 201 5 წლის 08 დეკემბრამდე პერიოდში თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 20 განცხადება. აქედან 10 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 10 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეხებოდა ისეთი საჯარო ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში დაცული არ ყოფილა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

თამაზი სხილაძე – სასამართლოს მენეჯერი – 2012 წლის 20 დეკემბრიდან თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი –

სასამართლოს მენეჯერი                                   თამაზ სხილაძე