აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში (2015 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აჭარის ავტონომიური

რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

 

წლიური ანგარიში (2015 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე)

 

2015 წლის საანაგრიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რეგისტრირებულია სულ 150 განცხადება, აქედან 125 განცხადება იურიდიული პირისგან, ხოლო 25 – ფიზიკური პირისგან; 93 განცხადება წერილობითი, ხოლო 57 – სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის გათვალისწინებით არ დაკმაყოფილდა 2 მოთხოვნა (ინფორმაცია არ ინახებოდა ჩვენს უწყებაში და შეიცავდა კომერციულ საიდუმლოებას). ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება სამინისტროში არ შემოსულა.

2015 წლის განმავლობაში დაწესებულების საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                           იონა წითლიძე