სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2015 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7456/01
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2015 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ:

●2015 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია 89 წერილი/განცხადება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პასუხი გაეცა 88 მოთხოვნას. 1 წერილზე/განცხადებაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.5წერილი/განცხადება შემოვიდა განმეორებით, სადაც ითხოვდნენ ინფორმაციის დაზუსტებას. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისა და ვადების მოთხოვნათა დაცვით (მხოლოდ ერთ წერილზე პასუხი გაიგზავნა 1 დღის დაგვიანებით).

●საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გააჩნია მონაცემთა  ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი  ფლობს საინფორმაციო ბაზას სამინისტროს კორესპონდენციის შესახებ. აღნიშნული ბაზების მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

●საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებელ მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ მომხდარა.

●საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემოსულ ყველა წერილზე/განცხადებაზე იგზავნება შესაბამისი პასუხი.

●საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე                         ნანა ჩინჩილაკაშვილი