სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14/3219
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

( 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე)

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:

ა) სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 16 განცხადება.  საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების იუსტიციის სასწავლო ცენტრში ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ − მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის − MY.GOV.GE − მეშვეობით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს  №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.  აღნიშნული სერვისის საშუალებით, სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ 2014 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა სულ 1 განცხადება.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას,                                      2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემოსული განცხადებებიდან,

√მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ინფორმაცია სრულად გაიცა 12 შემთხვევაში;

√განხილვის პროცესშია 4 განცხადება.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან4 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, 11 შემთხვევაში − არასამთავრობო ორგანიზაცია, 1 მოთხოვნა შემოვიდა სხვა საჯარო დაწესებულებიდან.

ამასთან, 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 12 მაისამდე სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი იყო სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე გოგიტიძე. მიმდინარე წლის 5 ივნისიდან საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილება დაეკისრა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მანანა მათუაშვილს. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის შესახებ ინფორმაციას.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების 12 შემთხვევიდან:

●3 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ეკატერინე გოგიტიძემ;

●9 განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა მანანა მათუაშვილმა.

გ) იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამსახურები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სასწავლო ცენტრის პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებლები უთითებენ მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე იუსტიციის სასწავლო ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით. 

დ) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.

ე) სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი საჯარო ინფორმაციის გაცემისას ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციასა“ და  „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის                              28 იანვრის №56 დადგენილების მოთხოვნებს. იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით დაფიქსირდა 1 ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მოხდა საჯარო ინფორმაციის გაცემა და შესაბამისად, მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

ზ) იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

 

იუსტიციის სასაწავლო ცენტრის დირექტორი                                                          ნ. კაკულია