სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2015 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში „მართვის სისტემა“) 2015 წლის ანგარიშს:

მართვის სისტემის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს „სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრისა და  სსიპ განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2014 წლის 04 ივლისის №1.1/275 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მართვის სისტემის უფროსის 2014 წლის 13 ნოემბრის №1.1/473 ბრძანების შესაბამისად წარმოადგენს რეესტრის წარმოების სამსახურის უფროსი  - ნინო თოდუა.

ასევე, „სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობის  დაკისრების შესახებ“ მართვის სისტემის უფროსის 2015 წლის 16 სექტემბრის №1.1/394 ბრძანების შესაბამისად, მართვის სისტემის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის, რეესტრის წარმოების სამსახურის უფროსის - ნინო თოდუას სამსახურში არყოფნის დროს  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობა დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტს - ლევან ტურაშვილს.

ორივე მათგანმა   წარმოდგენილ ყველა განაცხადზე განახორციელა შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და განსაზღვრულ ვადაში.

მართვის სისტემამ 2015 წლის განმავლობაში გასცა 106 (ასექვსი) საჯარო ინფორმაცია, ხოლო 6 (ექვსი) მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას არ ფლობდა. ასევე, მართვის სისტემამ გასცა 45 (ორმოცდახუთი) პერსონალური მონაცემის შემცველი ინფორმაცია, მოთხოვნილ 2 (ორი) პერსონალური მონაცემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, ხოლო 8 (რვა) განცხადება პერსონალური მონაცემის გაცემის მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მართვის სისტემა პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ეყრდნობოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მართვის სისტემაში მოთხოვნა არ შემოსულა.

მართვის სისტემას კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

მართვის სისტემის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

მართვის სისტემაში დასაქმებულ პირთა მიერ არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად დისციპლინური სახდელების დადების  ფაქტიც არ განხორციელებულა.

რაც შეეხება საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს, 2015 წელს მართვის სისტემის მიერ გაცემულმა საჯარო ინფორმაციამ არ გადააჭარბა „სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან 2015 წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის  მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მართვის სისტემის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 16 იანვრის N1.1/22 ბრძანებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალურ ოდენობას, კერძოდ - A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი და ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდილი ასლი - 1000 (ერთი ათასი) ფურცელი.

 

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო

სისტემის უფროსი                                                    ვერულავა ლაშა