ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ანგარიში

 

2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით, წარმოდგენილია 3561 განცხადება.

საჯარო ინფორმაციის გაცემისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N20-87 დადგენილებით.

 

ანგარიში

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში 2015 წელს ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ

1

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების რაოდენობა

3561            მიმდინარე - 54

2

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით შემოსული განცხადებების რაოდენობა

0

3

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული სრულყოფილად დაკმაყოფილებული განცხადებების რაოდენობა

2948

4

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ნაწილობრივ დაკმაყოფილებული განცხადებების რაოდენობა

32

 5

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების რაოდენობა, რომლებშიც განმცხადებლის მოთხოვნა დასაზუსტებელი იყო

58

 6

უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის გადაგზავნილი განცხადებების რაოდენობა

229

 7

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების რაოდენობა, რომლებიც არ იძებნება მერიის სისტემის მონაცემთა ბაზებში

266

8

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ განცხადებებზე ვადის დაცვით გაცემული პასუხების რაოდენობა

3077

9

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ განცხადებებზე ვადის გადაცილებით გაცემული პასუხების რაოდენობა

484

10

უარი საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანაზე

0

11

უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

28

 

12

საჯარო მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ ინფორმაცია

0

13

კოლეგიური საჯარო დაწესებულებების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა

0

14

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებების რაოდენობა1

0

15

საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

1.შენიშვნა: 1) ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სპეციალური ანტიკორუფციულმა საბჭომ, 2015 წლის 31 ივლისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რადგან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ჩაიბარა დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც არ მოახდინა დოკუმენტაციის დროული მიწოდება განმცხადებლისთვის. მოსარჩელე მხარემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიღება და ითხოვა პროცესის გადადება მოთხოვნილი დოკუმენტაციის ჩაბარებულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 2) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 3 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, დოკუმენტაციის მიუღებლობის გამო. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მოსარჩელეს გაეგზავნა სრულყოფილად, რის შედეგადაც, 2015 წლის 21 აგვისტოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა შუადგომლობით სარჩელის გახმობის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 აგვისტოს განჩინებით.

 

 

 

 

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში მოქმედი საჯარო მონაცემთა ბაზები

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებებისა და განკარგულებების მონაცემთა ბაზა;

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების განკარგულებებისა და ბრძანებების მონაცემთა ბაზა;

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომის ოქმების მონაცემთა ბაზა;

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის განკარგულებების და ბრძანებების მონაცემთა ბაზა;

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების მონაცემთა ბაზა;

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის მონაცემთა ბაზა;

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის (შემდგომში - ადმინისტრაცია) მონაცემთა ბაზა;

● ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

● ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

● ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

● ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

● ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

● ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

● ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

● ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის მონაცემთა ბაზა;

●მთაწმინდის რაიონის გამგეობის მონაცემთა ბაზა;

●კრწანისის რაიონის გამგეობის მონაცემთა ბაზა;

●გლდანის რაიონის გამგეობის მონაცემთა ბაზა;

●ნაძალადევის რაიონის გამგეობის მონაცემთა ბაზა;

●ვაკის რაიონის გამგეობის მონაცემთა ბაზა;

●საბურთალოს რაიონის გამგეობის მონაცემთა ბაზა;

●დიდუბის რაიონის გამგეობის მონაცემთა ბაზა;

●ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მონაცემთა ბაზა;

●ისნის რაიონის გამგეობის მონაცემთა ბაზა;

●სამგორის რაიონის გამგეობის მონაცემთა ბაზა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა შემცველი საჯარო მონაცემთა ბაზები

●ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციასა და საქალაქო სამსახურებში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების მონაცემთა ბაზა;

●მთაწმინდის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების მონაცემთა ბაზა;

●კრწანისის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების მონაცემთა ბაზა;

●გლდანის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების მონაცემთა ბაზა;

●ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების მონაცემთა ბაზა;

●ვაკის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების მონაცემთა ბაზა;

●საბურთალოს რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების მონაცემთა ბაზა;

●დიდუბის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების მონაცემთა ბაზა;

●ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების მონაცემთა ბაზა;

●ისნის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების მონაცემთა ბაზა;

●სამგორის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების მონაცემთა ბაზა.

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის 30.13.1513 დადგენილების თანახმად ქალაქ თბილისის ოფიციალურ ვებგვერზე www.tbilisi.gov.ge გამოქვეყნებული აქტები

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ 2015 წლის პირველი იანვრიდან გამოქვეყნებულია: 4367 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.