საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს საავტომობილო გზების 2015 წლის წლიური ანგარიში
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 87 წერილი.
აღნიშნული მოთხოვნებიდან დეპარტამენტის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 85 მოთხოვნა, ხოლო 2 – ნაწილობრივ, ასეთი ინფორმაციის დეპარტამენტში არ არსებობის გამო (აღნიშნულ ინფორმაციაზე პასუხი განმცხადებელს მიაწოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ). მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ასლის გადაღების შესახებ მოსაკრებლისთვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 13.05 ლარი (ცამეტი ლარი და ხუთი თეთრი).
საავტომობილო გზების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არც ერთი განცხადება არ არის შემოსული. დეპარტამენტში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ შემოსულა. შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები, ასევე, ადგილი არ ჰქონია მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას საავტომობილო გზების დეპარტამენტში საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხსიმგებელ პირებზე დისციპლინური დარღვევის სახდელის დადების ფაქტს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ფუნქციონირებს ელექტრონული კანცელარია, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიც. დეპარტამენტს არ გააჩნია ცალკე საჯარო მონაცემთა ბაზა. თუმცა, დეპარტამენტის განახლებულ ვებ-გვერდზე, ყოველკვარტალურად ქვეყნდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადების მოკლე ანოტაცია მარტივი ელექტრონული რეესტრის სახით.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აპარატის უფროსმა დეა ქვრივიშვილმა.
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაია ქალიაშვილი