სს "სილკ როუდ ბანკის" განცხადება - აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 11 იანვარს, 15:00 საათზე, გაიმართება სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა საერთო კრება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2.
კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხს:
– სს „სილქ როუდ ბანკის“ იურიდიული მისამართის ზაარბრიუკენის ოფისიდან წერეთლის ოფისში გადატანის შესახებ .
სს „სილქ როუდ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 27 ნოემბერი .
აქციონერთა კრებაზე თქვენი მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად შეგიძლიათ 2016 წლის 11 იანვრამდე მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2 (გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/შესაძლებელია წამომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე).
გენერალური დირექტორი ა. ძნელაძე