ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, დოკუმენტში ასახულია ინფორმაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მიღების თაობაზე შემოსულ კორესპონდენციას განიხილავს და ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ძიძიგური.

2015 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრის მდგომარეობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 29 განცხადება ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, აქედან საქართველოს მოქალაქეზე გაიცა 7 (შვიდი), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე – 14 (თოთხმეტი), მედია საშუალებაზე

– 1 (ერთი), ადმინისტრაციულ ორგანოზე – 6 (ექვსი), საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო ერთ მათგანზე მიმდინარეობს წარმოება. გარდა ამისა, საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა. საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ პერიოდში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის არ მიუმართავს განცხადებელს საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ.

ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯმა შეადგინა 25.30 ლარი. საიდანაც საქართველოს მოქალაქეთა მიერ გადახდილია 1.30 ლარი, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების მიერ 24.00 ლარი. ამას გარდა, გასაჩივრებასთან დაკავშირებულ ხარჯს ადგილი არ ქონია.

საკრებულოს თავმჯდომარე                    გიორგი ხელაძე