აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2015 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 14 განცხადება.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში შემოსული განცხადებებიდან:
●3 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;
● იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის კომპეტენციას (11) საჯარო ინფორმაცია:
√ მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა 9 შემთხვევაში;
√ 2 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2015 წლის 1 სექტემბრიდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი ირინე ურუშაძე.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობიდან 4 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე, 7 შემთხვევაში − არასამთავრობო ორგანიზაცია, 3 მოთხოვნა შემოვიდა სხვა საჯარო დაწესებულებიდან.
გ) რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოგვმართა მოქალაქემ, გასაცემი ინფორმაცია შეეხებოდა სხვის პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად დეპარტამენტმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებზე დაყრდნობით გამოითხოვა პერსონალური მონაცემების დამუშავებისათვის და გაცემისათვის საჭირო თანხმობები შესაბამისი პირებისგან, ამის შემდგომ უკვე მოხდა პერსონალური მონაცემების დამუშავება და გაცემა.
გარდა ამისა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც ნაწილობრივ მოიცავდა პერსონალურ მონაცემებს, დეპარტამენტს მიმართა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც მოითხოვდა მის შესახებ დაცულ ცალკეული პერსონალური ინფორმაციის გაცემას, რაც საჭიროებდა შესაბამისი მონაცემების დამუშავებას. მოთხოვნის შესაბამისად მოხდა ინფორმაციის დამუშავება და გაცემა დეპარტამენტის საუწყებო არქივიდან დეპარტამენტის არქივზე პასუხისმგებელი პირის მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა;
ე) ორ შემთხვევაში, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ნაწილობრივ უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე ეყრდნობოდა ერთის მხრივ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, რამდენადაც ინფორმაცია არ იყო დაცული დეპარტამენტში. ხოლო მეორე შემთხვევაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნაწილობრივ უარი ეთქვა მოქალაქეს იმ ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას საჭიროებდა და არ იყო წარმოდგენილი შესაბამის პირთა თანხმობები.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა;
ზ) დეპარტამენტის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა დეპარტამენტისთის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
ტურიზმისა და კურორტების
დეპარტამენტის თავმჯდომარე მამია ბერძენიშვილი