საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40-ე მუხლით გათვალისწინებული 2015 წლის ანგარიში (2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40-ე მუხლით
გათვალისწინებული ანგარიში
(2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით)
ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსულია 37 განცხადება.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის,აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:
2011 წლის 17 ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად,ასევე 2013 წლის 01 ნოემბრიდან ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება N032; 17.06.2011წ. და ბრძანება N159; 01.11.2013წ.)
2013 წლის 01 ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება N160; 01.11.2013 წ.)
მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. ამასთან გაცნობებთ, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაკმაყოფილდა 37 განცხადება, უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების,დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:
სააგენტოში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), რის შედეგადაც აღნიშნულ პროგრამაში მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.
სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ.
აღნიშნული კოდექსის მოთხოვნები სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ 2015 წელს არ დარღვეულა.
ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას:
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის,მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ:
ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
დირექტორი მამუკა ახალაძე