ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ,,ინფორმაციის

თავისუფლების შესახებ“ თავის

დებულებების შესრულების თაობაზე

 

2015 წლის განმავლობაში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 87 განცხადება შემოვიდა. აქედან 87 მოთხოვნა დაკმაყოფილდა დაუყოვნებლივ ან 10 დღის ვადაში; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 0 განმცხადებელს. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით შემოვიდა და დაკმაყოფილდა 2 განცხადება.

2015 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.

2015 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 8.65 (რვა ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარი.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ნინო წეწვაძის მიერ.

2015 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

2015 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის მიერ განხორციელდა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების 7082 ფაქტი.

      2015 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის სახით პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის  32 ფაქტი დაფიქსირდა. მონაცემების გადაცემა განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი

ზურაბ ჯირკველიშვილი