ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი ზვიად მახარაძე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას და ა.შ.

2015 წლის განმავლობაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 23 განცხადება შემოვიდა, მათ შორის:

არასამთავრობო ორგანიზაციიდან - 11

ჟურნალისტისაგან  - 4

ფიზიკური პირისგან - 8

შემოსული განცხადებებიდან 20 განცხადება დაკმაყოფილდა,

3 შემთხვევაში განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას გადაწყვეტილების მიმღებმა იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

მოთხოვნათა დაკმაყოფილების ან მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

ზვიად მახარაძე - 2011 წლის 20 მაისიდან ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში

საჯარო ინფორაციის გაცემაზე პასუხისმგებელი

პირი - სასამართლოს მენეჯერი                                               ზვიად  მახარაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2015.
როდის იქნა მიღებული „ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“?
„ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“ მიღებულია 09.12.2015. მიმღები ორგანო — ოზურგეთის რაიონული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №-.
სად არის „ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის ანგარიში“, №-, 09.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3089343/