საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47/333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის იანვრიდან 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 23 წერილი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის არ მოუმართავთ და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

 საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული 23 კორესპოდენცია დაკმაყოფილდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნის შესაბამისი ინფორმაციის გაცემით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გაგმეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია კობა რობაქიძე - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა;

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოსამსხურეების მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” გათვალსიწინებული მოთხოვნები არ დარღვეულა. შესაბამისად მათთვის დისციპლინარული სახდელების დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ მიუღია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისად არ გამოყენებულა საკანონმდებლო აქტები აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას განმცხადებლისათვის არ უთქვამს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, შესაბამისად უარის თქმის შესახებ გააწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საანაგარიშო პერიოდში განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემისათვის ტყიბულის მუნციპალიტეტის გამგეობის ხარჯები შეადგენს 147 ლარს. საჯარო დაწესებულების მიერ განმცხადებლისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მხარეთა სასარგებლოდ გადასახდელი ხარჯების გადახდა არ დაკისრებია.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე