2015 წელს სსიპ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
2015 წელს სსიპ - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
ა) ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ
| მოთხოვნა | სულ | უარის რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 10 | 0 |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე | 0 | 0 |
ბ) ინფორმაცია მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ
| მოთხოვნა | მოთხოვნის დაკმაყოფილება | მოთხოვნაზე უარის თქმა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 10 | 0 |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე | 0 | 0 |
| გადაწყვეტილების მიმღები თანამშრომელი: თავმჯდომარე ნინო ქუბინიძე | ||
| საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება: 0 |
გ) ინფორმაცია საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების,დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ
სააგენტო საჯარო მონაცემთა ბაზებს არ აწარმოებს.
სააგენტოში პერსონალური მონაცემების დამუშავება და გაცემა ძირითადად ხდებოდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობებით („სეთ-თოფ ბოქსებით“) უზრუნველყოფის პროცესში. ამ მიზნით სააგენტომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია დაახლოებით 211000 სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემების შესახებ, რაც შემდგომში გადაეცა შპს „საქართველოს ფოსტას“, მასთან სეთ-თოფ ბოქსების დარიგების თაობაზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე საქართველოს ფოსტამ უზრუნველყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სეთ-თოფ ბოქსების ხელმისაწვდომობა მის რეგიონულ სერვისცენტრებში, ხოლო იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ჰყავდათ - სეთ-თოფ ბოქსების საცხოვრებელ მისამართზე მიტანა.
დ) ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ;
არ დაფიქსირებულა.
ე) ინფორმაცია იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ დაფიქსირებულა.
ვ) ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე
არ დაფიქსირებულა.
ზ) ინფორმაცია საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
არ დაფიქსირებულა.
თავმჯდომარე ნინო ქუბინიძე