საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2015 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ:
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2015 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ში უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“-ს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - MY.GOV.GE - მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით სააგენტოში 2015 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 3 მოთხოვნა.
ა) სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსული 242 განცხადებიდან 14 განცხადება ეკუთვნის მედიის წარმომადგენლებს, 37 - არასამთავრობო ორგანიზაციებს, 68 - ფიზიკურ პირებს, 86 - ადმინისტრაციულ ორგანოებს, ხოლო 37 - სხვადასხვა ორგანიზაციებს/პირებს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სააქციო საზოგადოებები, პოლიტიკურ პარტიები, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირები და ა.შ.)
რაც შეეხება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, სააგნარიშო პერიოდში მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ შემოსული განცხადებებიდან:
1) საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 218 შემთხვევაში;
2) 1 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
3) 12 განცხადება განხილვის პროცესშია;
4) 11 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები თანამშრომლები (სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტები) - ნინო დანელია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი და ლევან მღებრიშვილი, პასუხისმეგებელი პირის მოვალეობის შემსრულებელი.
გ) სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ხოლო პერსონალური მონაცემების გადაცემა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
დ) სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევის 31 შემთხვევა. შესაბამისი დარღვევისათვის დისციპლინური სახდელი დაეკისრა 31 პასუხისმგებელ პირს.
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას 10 შემთხვევაში სააგენტო ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი დებულებებით, ხოლო 1 შემთხვევაში მოთხოვნილ ინფორმაციას სააგენტო არ ფლობდა.
ვ) საანგარიშო პერიოდში სააგენტოში დაფიქსირდა ერთი ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა გადაწყვეტილებები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო წესით არ გასაჩივრებულა.
ზ) სააგენტოს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სააგენტოსთვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე
შიო ხეცურიანი